ბათლომე შელია: ენმ-ს წევრები აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გელა თოლორაია დასაჯონ (ვიდეო)
15:46 / 30.04.2018
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას ინფორმაციით,
გელა თოლორაია საკრებულოს სხდომაზე
იმყოფებოდა და მან რეგისტრაციაც გაირა. მისივე თქმით, სხდომათა
დარბაზში არსებული ვითარების გამო ის იქაურობას მოარიდეს.
„გელა თოლორაია იყო საკრებულოს სხდომაზე, მან რეგისტრაციაც გაირა,
მაგრამ ასეთი სიტუაცია, რომ იყო ჩვენ მოვარიდეთ აქურობას. არ გვინდოდა
სამარცხვინო მდგომარეობაში წარმოგვეჩინა ზუგდიდი. ყველა ვხედავთ აქ
„ნაცინალური მოძრაობის“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ვითომ სხვა
საკითხის განხილვის მოტივით მოვიდნენ, რომ დასაჯონ გელა თოლორაია.
გელას 14 აპრილს უმთავრდებოდა ექვსთვიანი ვადა, რომელიც განკუთვნილია
საკრებულოს წევრის სხდომაზე დასწრებისთვის. მათ უნდათ, რომ ამ გზით
გელა გაირიცხოს საკრებულოს წევრობოდან. იმუქრებიან გელას ჩვენ არ
შემოვუშვებთ, გელას მიწასთან გავასწორებთ და ა ა.შ. მოსულია ბატონი
ზოდელავაც, ვითომ სხვა საკითხის განსახილველად. მიხეილ სააკააშვილის
გუშინდელი განცხადების შემდეგ რასაც ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაცია
ახორციელებას, არის სამარცხვინო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვანახებს
იმას, რომ მიხეილ სააკაშვილიც არის ამ გუნდის წევრი. დაბნეულები
არიან, არ იციან რა ქნან“, - აღნიშნა შელიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას განმარტებით, გელა
თოლორაიას გარიცხვის საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუ იგი ექვსი
თვის მანძილზე სხდომას არ დაესწრება.
„მოვა თუ არა, ეს მისი პირადი ნებაა. შეღავათი არავისთვის იქნება და
კეთილს ინებებს, ვფიქრობ და მობრძანდება საკრებულოს სხდომაზე“, - თქვა
ფაცაციამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები
საკრებულოში ენმ-ს ყოფილი წევრის გელა თოლორაის შესაძლო დასწრებას
აპროტესტებენ. მათი თქმით, თოლორაიამ მანდატი მათი პარტიის ხმებით
მოიპოვა და უფლებას არ მისცემენ სხდომებს, როგორც "ევროპული
საქართველოს" დეპუტატი დაესწროს. სხდომა ხმაურის გამო 17:00 საათამდე
გადაიდო.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო. ამის შესახებ განცხადება საგარეო უწყებამ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები