რეგიონი
ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების განაწილება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა (ვიდეო)
ზუგდიდში, სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბინების გადანაწილება კენჭისყრის პრინციპით მიმდინარეობს, დევნილების ის ნაწილი მივიდა, რომელმაც წელს ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი ვერ მიიღო. ისინი მოითხოვდნენ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხვდნენ წელს ბინის მიმღებთა სიაში. აფხაზეთიდან დევნილ თეონა ქარდავა, რომელიც სოფელ კახათში, ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში ცხოვრობს, ამბობს, რომ მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. ამის დასადასტურებლად, მან ქილა მოიტანა, რომელშიც ხვლიკი იყო ჩასმული.


„არ სჯერათ, რომ გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ხვლიკებით, ქვეწარმავლებით და მღრღნელებით სავსეა ჩვენი ოთახები. ერთი ხვლიკი ვერ დაგიჭერია ამდენი ხანიო, დამცინეს, აგერ მოვუყვანე, ჩვენს ოთახში, ბალიშზე დაჭერილი ხვლიკი. ბინების გადანაწილება მოხდა უსამართლოდ, შარშან მე ვესწრებოდი კომისიის მუშაობას და ბევრი ისეთი ოჯახი ამოვიღე, ვისაც არ ეკუთვნოდა. ხუთი წლის ვიყავი იმ ჩასახლებაში რომ შევედით საცხოვრებლად, რა პირობებიც მაშინ დამხვდა, იმ პირობებში ვზრდი ახლა ჩემს შვილებს. ეს არის სახელმწიფო, რომლის მოსვლისთვისაც ცხრა წელი ვებრძოდი რეჟიმს და ეს სახელმწიფო ჩემნაირებს დღეს საბოლოოდ ანადგურებს “, - თქვა ქარდავამ. 

დევნილის თქმით, მას და მის ოჯახს "პოლიტიკურად უსწორდებიან" და ამიტომ, ის სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. მასთან ერთად იმავე შენობაში მცხოვრები კიდევ შვიდი ოჯახი იმყოფებოდა.

თავის მხრივ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გრიგილ გიორგაძემ განმარტა, რომ ზუგდიდიდან 6000-მდე განცახდება შევიდა, ხოლო ბინების რაოდენობა იყო 240. მისივე ცნობით, კომისიამ ისეთი ოჯახები შეარჩია, რომლებიც სასწრაფო გასახლებას საჭიროებდნენ.


“ბინების გადაცემა სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა. მესმის, რომ მათაც რთული პირობები აქვთ, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ასეთი ადამინებისთვის. მომავალ წელს იგეგმება კიდევ 6 ახალი კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინებს ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც წელს ვერ მოხვდნენ სიაში. გარდა ამისა, სახელმწიფოს აქვს „სოფლად სახლის“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საცხოვრებლის შეძენის მსურველს 25 000 ლარამდე ჩაერიცხება“, - აღნიშნა გიორგაძემ.

ზუგდიდში 6 ახალაშენებულ კორპუსში წელს ბინა 240-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო და სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი დაიხურება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების განაწილება კენჭისყრის პრინციპით მიმდინარეობს (ვიდეო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.