ახალი ამბები
„თაუნ პარკმა“ დავალიანება დაფარა
შპს „თაუნ პარკმა“ ზუგდიდის ბიუჯეტში დავალიანება და ჯარიმა 55 000 ლარის ოდენობით სრულად გადაიხადა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კომპანიის წარმომადგენელმა ბაბუში ყუფუნიამ უთხრა. მისივე ცნობით, ამ დროისთვის შპს-ს ბიუჯეტის მიმართ არანაირი ფინანსური დავალიანება არ აქვს.

„სანამ სააბონემენტო დაწესდება, მანამ თითოეულ მეთვალყურეს სალარო აპარატი დაურგდა და ისინი დღეიდან მოთხოვნის საფუძველზე ქვითრებს გასცემენ“, - აღნიშნა ყუფუნიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, კომპანიას დავალიანების გადასახდელად ვადა თვის ბოლომდე ჰქონდა.

შპს „თაუნ პარკმა“ მიმდინარე წლის თებერვალში ადგილობრივ ბიუჯეტში 51 411 ლარის ოდენობით შეიტანა. რადიო "ათინათის" მიერ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ დავალიანება ივნისამდე სულ ოთხჯერ - იანვარსა (ერთხელ კვარტალური თანხა და 2 ჯარიმა) და თებერვალში გადაიხადა, რაც ჯამში 107 669 ლარს უდრის. 

კომპანიას, რომელმაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოაწესრიგოს, ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის სექტემბერში დაიდო.


ამავე თემაზე:

TI-ს შეხვედრა, შენიშვნები „თაუნ პარკს“, რეკომენდაციები და წარმომადგენლის პასუხები (ვიდეო)

წოწერია: "თაუნ პარკს" დავალიანების გადასახდელად ვადა თვის ბოლომდე აქვს 

„თაუნ პარკი“: სრულყოფილ ფუნქციონირებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ დავიწყებთ 

"თაუნ პარკს" ზუგდიდის ბიუჯეტში თანხა თებერვლის შემდეგ არ შეუტანია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.