„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - პროექტის შედეგების პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
15:44 / 01.08.2018
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტის“
პროექტის „პეტიცია - ხალხის ხმა
თვითმმართველობაში“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე
პეტიციების ინიცირების, განხილვისა და მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ
პრაქტიკაზე ისაუბრეს. აღნიშნული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში 2016 წელს დაიწყო. ის „დემოკრატიის ინსტიტუტმა, ასოციაცია
„ათინათთან“ და საქველმოქმედო ცენტრ
„თანაზიართან“ პარტნიორობით განახორციელა.
პროექტის შედეგებზე შეკრებილებს დეტალური ინფორმაცია "დემოკრატიის
ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაშვილიმა მიაწოდა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეთა ჩართულობის
გაზრდის, თემის პრობლემების გამოვლენის, პეტიციების მომზადებისა და
საკრებულოებში ინიცირების მიზნით შეხვედრები სამიზნე
მუნიციპალიტეტების 130-ზე მეტ დასახლებასა და სოფელში გაიმართა.
მისივე ინფორმაციით, ჯამში პროექტის ფარგლებში 200-მდე შეკრება
ჩატარდა, რომელშიც 2 848 მოქალაქე მონაწილეობდა.
გარდა ამისა, აქტიური მოქალაქეების ინიციატივით, აჭარის, გურიის და
სამეგრელო ზემო-სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
ინიცირებულ 158 პეტიციაზე 75 356 ხელმოწერა შეგროვდა, ხოლო
საკრებულოებში წარდგენილი 158 საპეტიციო საკითხიდან, 48 სრულად, ხოლო
73 - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 37 კი არ დაკმაყოფილდა.
ორგანიზაციის ცნობით, პარალელურად 75 სამუშაო შეხვედრა შედგა
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ასევე,
რეკომენდაციების განხილვის და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით
პროექტის გუნდი შეხვდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთ-ერთ
მთავარ მიღწევად პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის რეგულაციის
ამოქმედებას მიიჩნევენ.
როგორც ხახუტაშვილმა აღნიშნა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობასთან
შეხვედრებზე ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემები სახელდებოდა.
ასევე, გამოიკვეთა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება.
„პროექტს ჰქონდა მნიშვნელოვანი მისია, როდესაც არცერთ მუნიციპალიტეტში
არ არსებობდა პრეცედენტი პეტიციების განხილვისა და გადაწყვეტილებების
მიღებისა. პროექტის მიზანი იყო უშუალოდ პრობლემის მოგვარების
ხელშეწყობა, მოქალაქეთა გააქტიურება და ინფორმაციის მიწოდება იმის
შესახებ, თუ რა არის პეტიცია. ასევე საკრებულოებში პეტიციების
განხილვის პრაქტიკის დანერგვა და სამართლებლივი დებულების კუთხით
დახმარების აღმოჩენა“, - აღნიშნა მან.
პროექტი, რომელიც ფინანსურად USAID-ის მიერ იყო მხარდაჭერილი, აჭარის,
გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ 20 მუნიციპალიტეტს
მოიცავდა.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები