ახალი ამბები
სოფელ ურთაში ლეფეტერეს უბანში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა. განსაკუთრებულად კი ლეფეტერეს უბანი დაზიანდა. ადგილობრივების ინფორმაციით, უბანში წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელემ ჩარეცხა შიდა საუბნო გზები.

„ბოგირები წაიღო, ჩემს სახლშიც შემოვიდა სახლი. აღმართზე ასვლა უჭირთ მსუბუქ მანქანებს, გუშინ აქ არავინ მოსულა, ჩვენი ძალებით ვცდილობდით გამკლავებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველი ძლიერი წვიმის დროს ასე ხდება, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა გიორგი ფეტელავამ.

ზუგდიდის მერიაში კი გვითხრეს, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და სტიქიის ყველა ზონაში შესაბამისი სამსახურები გადიან. რაც შეეხება იმას, რომ ლეფეტერეს უბანი ძლიერი წვიმის დროს მუდმივად განსაკუთრებულად ზარალდება, მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფვხრელად იმუშავებენ.

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სხვა სოფელიც დააზარალა. ნარაზენში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ჯიხაშკარში კი რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა. პრობლემები შექმნა წყალმა გრილოგიშსა და ცაცხვშიც.

ცაცხვისა და ცაიშის ცენტრალურ გზაზე წუხელ ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდული იყო რამდენიმე საათით. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგა.

ფოტო: გიორგი ფეტელავა

ამავე თემაზე:


სამეგრელოდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში დღეს 9 შეტყობინება შევიდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.