პრეზიდენტის ნაძვის ხე - ზურაბიშვილმა რეგიონებში გასვლა ზუგდიდიდან დაიწყო (ვიდეო)
20:38 / 05.01.2019
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის პირველი პირის რანგში რეგიონებში გასვლები სამეგრელოდან დაიწყო.
ის დღეს საახალწლოდ ბავშვებისთვის გამართულ კონცერტს დაესწრო და ზუგდიდელებს და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.
„აფხაზეთში არიან ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც არ შეიძლება, რომ დავივიწყოთ. დღეს ვართ გაყოფილები, მაგრამ ამ დღესასწაულებზე ვართ ერთად და უნდა მივულოცოთ ერთმანეთს, ვიფიქროთ შერიგებაზე, გაერთიანებაზე და ეს არის ჩვენი მომავალი. საიდან, თუ არა ზუგდიდიდან უნდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს დღესასწაული. მიხარია, რომ „პრეზიდენტის ნაძვის ხე“ იმართება სწორედ აქ, რადგან ქვეყნის სიძლიერე იყო რეგიონებში და დღესაც ასე უნდა იყო. ეს ის ადგილია, სადაც ერთად უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს გაბრწყინებული“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ის სცენაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან და მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისთან ერთად ავიდა. მოგვიანებით, ზურაბიშილმა მომღერალ ნათია თოდუას გამოსვლა თავად დაანონსა და დასძინა, რომ ნათია, როგორც გალის მკვიდრი და აფხაზეთიდან დევნილი, მაგალითია სხვა იქ მცხოვრები ბავშვებისთვის.
სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობა თბილისიდან ჩამოსულმა მომღერლებმა მიიღეს.
სკეიტ-პარკში იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პრეზიდენტმა ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
მისი სახელით მოგვიანებით საჩუქრები მერიის თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა დაარიგეს.
მანამდე სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე და რუხშიც იმყოფებოდა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები