ახალი ამბები
დეპუტატის ინიციატივით, ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში, შესაძლოა, ავტომობილების რაოდენობა შემცირდეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღეს წესი, რომლის თანახმადაც მერიისა და საკრებულოს ავტოპარკის კლასიფიკაცია და გადანაწილება უნდა მოხდეს.

ინიციატივა იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს სანდროს სორდიას ეკუთვნის. მის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიხედვით, ავტომობილები უნდა ემსახურებოდეს მერს, მის მოადგილეებს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს. რაც შეეხება სხვა საჯარო მოხელეებს, პროექტის თანახმად, სამორიგეო ავტომობილების რაოდენობა ასე უნდა განისაზღვროს:

100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში 1 ავტომობილი ყოველ 25 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

„ჩვენ დადგენილებით ვავალდებულებთ ზუგდიდის მერიასაც, რომ მის დაქვემდებარებულ ააიპ-ებსაც იგივე სტანდარტების აქტი დაუწესოს. ამ დოკუმენტიც დამტკიცებით, ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში, მაქსიმუმ 9 სამორიგეო და 6 პერსონალური ავტომობილი დარჩება. დადგენილების პროექტს იურიდიული კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. რა თქმა უნდა, გავივლით ყველა შესაბამის პროცედურას და შემდეგ გავიტანთ საკრებულოს სხდომაზე“, - გვითხრა სორდიამ.

alt

დადგენილებით განსაზღვრულია ავტომობილების კლასიც. მაგალითად, პირველი კლასის ავტომობილებით (მსუბუქი ავტომობილის მაქსიმალური ღირებულება 21 ათასი, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის - 26 ათას ხუთას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს) მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა ისარგებლონ, მეორე კლასის ავტომობილებით კი მათმა მოადგილეებმა, თუმცა აღნიშნული კლასის ავტომობილები სამორიგეოც იქნება  (მაქსიმალური ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის 16 ათას 800 დოლარით, მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის 24 ათას 300 დოლარით განისაზღვრება), საჯარო მოხელეები ასევე, მესამე კლასის ავტომობილებს გამოიყენებენ ( ღირებულება 15 ათას 400 დოლარის ფარგლებში უნდა იყოს).

სანდრო სორდიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მთავრობის დადგენილებით იხელმძღვანელა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის დადგენილებაში განსაზღვრული მეორე, მესამე და მეოთხე კლასის ავტომობილები მის მიერ ინიცირებულ პროექტში პირველი, მეორე და მესამე კლასის იდენტურია.

ამასთან, დადგენილებით რეკომენდაცია ეძლევა მერიას, რომ საწვავის ლიმიტის შესახებ სამართლებრივ აქტში ცვლილებები შევიდეს და აღნიშნული ლიმიტები სამორიგეო მანქანების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მიემართოს.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ მერიამ საწვავის ლიმიტი უკვე შეამცირა, რაც, მისი მტკიცებით, ყოველწლიურად 80 ათასი ლარის ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს მანქანების კლასს, მოძრაობი წესებსა და მიმართული იქნება ეკონომიურობისკენ. დარჩება მხოლოდ ის აუცილებელი ავტომობილები, რაც საჭიროა მერიის ან საკრებულოს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. დანაჩენი ადმინისტრაციული ხარჯი კი მინიმალურამდე დავა“, - თქვა წოწერიამ.

ამჟამად ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს  ბალანსზე (გარდა ააიპ-ებისა) სორდიას ინფორმაციით,  23 ავტომობილი ირიცხება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.