ახალი ამბები
ზუგდიდელი ბიზნესმენი აპირებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს (ვიდეო)
ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა, რომელიც მერიას მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს, აქციებს ორშაბათიდან პროკურატურის წინ გააახლებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მერიასთან უთხრა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, შეხვედრა არ შედგა.

თავიდან მაიზერ ნანავა მიქავასა და მის ადვოკატს სთავაზობდა შეხვედრას, თუმცა მედიისა და აქციაზე მისული თენგიზ ჯგუშიას გარეშე მიქავამ და მისმა ადვოკატმა შენობაში შესვლა არ მოინდომეს. სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, როცა მიქავა შენობაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალებას მას სამართალდამცავები არ აძლევდნენ.

„მე ვითხოვ, რომ აღსრულდეს კანონიერი გადაწყვეტილება ჩემს საქმეზე, აღასრულოს მერიამ და საკრებულომ ჩემს სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენი და გაუქმდეს ჯარიმა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით, რომლის დაკისრება სურს ჩემთვის მერიას და მაიზერ ნანავას. ის შემხვდა მე და მითხრა, რომ ჯარიმის შესახებ დავალება პროკურატურისგან მიიღო“, - აღნიშნა მიქავამ.

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მიქავა და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი ქუჩაში დახვდა და პასუხი მოსთხოვა პირგასამტეხლოს გამო. ის ამბობს, რომ სასამართლოში შეტანილი საჩივარი კანონიერია და ბიუჯეტმა აღნიშნული თანხა არ უნდა დაკარგოს.

„თუ მიაჩნიათ, რომ სადავოა, იდავონ სასამართლოში, მაგრამ უნდა იცოდეს ყველამ, რომ კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორია. პროკურატურას ჩემთვის არაფერი დაუვალებია, ძალადობრივ სახელმწიფოში კი არ ვცხოვრობთ. ყველაფერს აქვს საზღვარი, მუქარით რომ მესაუბრება..",- უთხრა რადიო „ათინათს“ ნანავამ.

მანანა მიქავა კი ამბობს, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ორშაბათს პროკურატურის წინ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს და პირს ამოიკერავს.


საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.

ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებენ.

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 13 ივლისს დააკმაყოფილა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა შპს „აკვაპარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შპს "აკვაპარკის " მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. სწორედ მათი შეუსრულებლობა ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც მერიამ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა და საქმე ახლაც მიმდინარეობს", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ამავე თემაზე:

მანანა მიქავა: ზუგდიდის მერია 4 მილიონამდე ლარის გადახდას უკანონოდ მთხოვს (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 51 040 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
28 / მარტი 2024
იმისათვის, რომ კლინიკური ფსიქოლოგიის ლიცენზირებულ მომავალს კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოებოდა, ზუგდიდელმა დავით ქირიამ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ფსიქოლოგიის სფეროში სტაჟირების რამდენიმე საფეხური გაიარა, რაშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები დაეხმარა.
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.