რეგიონი
რატომ არ აიკრძალა "აკრძალული" გარევაჭრობა ზუგდიდში - მერიის პასუხი
ზუგდიდში გარევაჭრობა, რომელიც, დაახლოებით, ორი თვის წინ უნდა აკრძალულიყო, ამ დრომდე არ შეჩერებულა. საკრებულომ მიიღო დადგენილება გარევაჭრობის რეგულირების წესის შესახებ, რომელიც ძალაში 1 მარტს უნდა შესულიყო.

რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიაში უთხრეს, რომ ძალაში შესული დადგენილების ამოქმედება გარემოვაჭრეების ინტერესებიდან გამომდინარე ჭიანურდება. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ფართის მოსაძიებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ. მერიაში არც ის იციან, ზუსტად როდის ამოქმედდება საკრებულოს გადაწყვეტილება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა მხარის ინტერესი, ქალაქი იყოს მოწესრიგებული და ასევე, აქ მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ვაჭრობის, ვმუშაობთ ამ საკითხზე და მიდის მოლაპარაკებები. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს საკითხი მოგვარდეს მალე და ისე, რომ, შეძლებისდაგვარად, არ დაზარალდეს არცერთი მხარე. ვეძებთ ფართებს, რომლებიც, რაც შეიძლება მეტი გარემოვაჭრისთვის იქნება მისაღები“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ პრესსამსახურში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული გარევაჭრობის რეგულირების წესი, რომლის თანახმადაც აღნიშნული საქმიანობა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე იკრძალებოდა, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პირველ თებერვალს მიიღო. 

მერიამ და საკრებულომ მოგვიანებით გამოაქვეყნა იმ ლოკაციების სია, რომელსაც ისინი ალტერნატივის სახით გარემოვაჭრეებს სთავაზობდნენ, თუმცა, თავად მოვაჭრეები ამბობდნენ, რომ ისინი აღნიშნულ ტერიტორიებზე რამდენიმე მიზეზით ვერ იმუშავებდნენ. მათი თქმით, შერჩეული ფართებში არც კლიენტი შევა და გადასახადის ოდენობასაც ვერ გამოიმუშავებენ.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.