ახალი ამბები
ზუგდიდის მერი: რეორგანიზაციის შედეგად 171 ათასი ლარი გამოთავისუფლდა
ზუგდიდის მერიაში სექტემბრიდან, რეორგანიზაციის შედეგად, 37 თანამშრომლით ნაკლები იმუშავებს, რაც 171 ათასი ლარით გამოთავისუფლებულ თანხას გულისხმობს. ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მერმა საკითხზე მსჯელობისას თქვა.

“გავაუქმეთ ტურიზმის განვითარების განყოფილება, რადგან რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შექმნეს DMO, პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება შეუერთდება პიარის განყოფილებას, თუმცა იქმნება ახალი - დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილება. ამასთან, გაერთიანდა სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილება, გენდერი კი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის განყოფილებაში გადავიდა. გარდა ამისა, არქიტექტურის განყოფილება გამოვყავით ზედამხედველობის განყოფილებიდან და დავუქვემდებარეთ ინფრასტრუქტურის განყოფილებას”, - აღნიშნა შენგელიამ.



როგორც შენგელია ამბობს, მიუხედავად ხელფასების გარკვეული მატებისა, ბიუჯეტს 171 ათას ლარაის ეკონომია ექნება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.