აკაკი ხოშტარიას სასახლეზე მეუფე პეტრე ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
14:35 / 24.08.2019
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ მან სუჯუნის სასახლე სახელმწიფოსგან აუქციონის წესით 2011 წელს
შეისყიდა და მისი მიზანი შენობის გადარჩენა იყო. მისივე თქმით, აქ ეპარქია აკაკი ხოშტარიას სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის გახსნას გეგმავს. ის ვიდეოში ასევე ამბობს, რომ შენობის ფასადზე განთავსებული უცნაური და უსახური ფიგურა დაზიანებული იყო და სწორედ ამიტომ, მისი პირადი გადაწყვეტილებით, შეცვალეს ის წმინდა გიორგის ბარელიეფით. მეუფე პეტრე სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც პასუხობს და ამბობს, რომ ადამიანები ფეისბუკ სტატუსებს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდონ.
"ამერიკის უოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამ ახალგაზრდებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე მათ ურჩია, რომ ისეთი სტატუსები არ დაეწერათ, რომლის გამო 10 წლის შემდეგ შერცხვებოდათ. მეც ადამიანებს ვურჩევდი, სტატუსებს როცა წერენ, ისე არ დაწერონ, რომ 10 დღის შემდეგ, 1 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ შერცხვეთ თავიანთი სტატუსის. ეს არის ჩვენი შეგნების დეფიციტი და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ სტატუსებს, როდესაც ვაკრიტიკებთ ამა თუ იმ მოვლენას. იმედი მაქვს გაითვალისწიენებენ ამერიკის ექსპრეზიდენტის რჩევას, ჩემს რჩევას და სტატუსების წერისას იმოქმედებენ წინდახედულად ", - ამბობს მეუფე პეტრე.
სასახლის ბარელიეფის ჩამოხსნის ფაქტზე, გამოძიება 259-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები