ახალი ამბები
აკაკი ხოშტარიას სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში მდებარე აკაკი ხოშტარიას სასახლის ბარელიეფის ჩამოხსნის ფაქტზე გამოძიება 259²-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, საქმე 2017 წელს აღიძრა და გამოკითხულები არიან საქმესთან კავშირში მყოფი პირებიც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის თანამშრომლებმა ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ შს სამინისტროს 2015 წელს აცნობეს და შესაბამისი განცხადებით მიმართეს. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მათ საქმის შემდგომი მსვლელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასახლეში მეუფის რეზიდენციის განთავსება იგეგმება, უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ.

„ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია როგორც ეპარქიის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წინააღმდეგ. მეუფე პეტრეს იქ არა საკუთარი რეზიდენციის, არამედ, აკაკი ხოშტარიას მემორიალური მუზეუმის მოწყობა სურს. არსებობს შეთანხმება, რომ სამომავლოდ, როცა იქნება შესაძლებლობა ეს იდეა ბოლომდე განხორციელდეს, ჩვენთან შეჯერდება კონცეფცია, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროექტი და სხვა. ამ ეტაპზე იქ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ სააგენტოს პრესსამსახურში.

ჭყონდიდის ეპარქიაში ასევე კატეგორიულად უარყოფენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუჯუნაში მდებარე აკაკი ხოშტარიას სასახლეს მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ. რაც შეეხება შეცვლილ ბარელიეფს სასახლის წინა ფასადზე, სასულიერო პირი ამბობს, რომ "განთავსებული ეშმაკის ფიგურა დაზიანებული და ჩამოცვენის პირას იყო. როგორც კაჭარავა გვიყვება, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მის ნაცვლად წმინდა გიორგის ბარელიეფი ჩაესვათ.


ფოტო: ფეისბუქ-გვერდი - აკაკი ხოშტარია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.