ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ახალი სტრუქტურით მუშაობა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მუშაობა ახალი სტრუქტურით - 10-ის ნაცვლად 9 სამსახურით, 37 შემცირებული საშტატო ერთეულითა და 24-ით ნაკლები კადრით დაიწყო. მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ირაკლი ამანათიძის ინფორმაციით, გათავისუფლებული თანამშრომლები რეზერვში გადავიდნენ.

"24 ადამიანი საჯარო მოხელეთა რეზერვში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოიძახებენ საჭიროებისამებრ, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ღია, ასევე, დახურულ კონკურსებში. ამასთან, მერი აკეთებს ყველაფერს, რომ ეს გათავისუფლებული თანამშრომლები კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმდნენ, მათ შორის, პირველ რიგში ააიპ-ებსა და შპს-ებში", - აღნიშნა ამანათიძემ.

ვაკანტურია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და არქიტექტურული სამსახურის, ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის, ასევე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციები. ამანათიძე განმარტავს, რომ მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებზე ღია კონკურსი გამოცხადდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის მიერ შემუშავებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტი 25 ივლისს დაამტკიცა, რის მიხედვითაც, 12 სექტემბრიდან მერია ათის ნაცვლად ცხრა სამსახურით იმუშავებს. გაუქმდა ან ერთმანეთს შეუერთდა რამდენიმე განყოფილება. პარალელურად, 171 ათასი ლარით შემცირდა სახელფასო ფონდი, თუმცა, ამავე დროს, პროფესიულ საჯარო მოხელეებს ხელფასები 50-დან 300 ლარამდე თანხით გაეზარდათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.