ახალი ამბები
ბრიტანული ორგანიზაცია ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლების საკითხს გაეცნო
ზუგდიდში, მიუსაფარი ცხოველების საკითხის შესწავლის მიზნით, ცხოველთადამცველი ბრიტანული ორგანიზაცია Mayhew International-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი ამ კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და ადგილობრივ ვეტერინარებთან მუშაობის სურვილი გამოთქვეს.

„თბილისში რამდენიმე წელია ვმუშაობთ და იქ სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია. აქ ამ მიმართულებით დიდი პრობლემაა და ვფიქრობ საჭიროა დახმარება. ამიტომაც ვართ აქ, ვნახეთ მიუსაფარი ძაღლები ქუჩებში და გავესაუბრეთ ადგილობრივებს. ძალიან ცუდი სანახავია ამდენი ავადმყოფი ძაღლი ქალაქში“, - თქვა Mayhew International -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეროლაინ იეტსმა.

ბრიტანული ორგანიზაციის წარმომადგენლები ანაკლიაშიც ჩავიდნენ და იქ არსებულ ვიტარებას ადგილზე გაეცნენ. ამბობენ, რომ ამ პატარა სოფელში ძალიან ბევრი უპატრონო ცხოველი ნახეს. სავარაუდოდ, ისინი საპილოტე პროექტს სწორედ აქ განახორციელებენ.

„აშკარაა, რომ ზუგდიდი და ანაკლია დიდი პოტენციალის მქონე ტურისტული ადგილებია. თუ ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ ანაკლიის მაგალითზე, რა უნდა გაკეთდეს, ჩავრთოთ ამაში თემი და მივაღწევთ წარმატებას, პროგრამას ზუგდიდზეც გავავრცელებთ“, - ამბობს იეტსი.

საქართველოში ორგანიზაციის წარმომადგენლის და ვეტერინარის ანა მეცხვარიშვილის განმარტებით, პროგრამა, რომელსაც ბრიტანული ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს, მიზნად ჰუმანური გზებით ცხოველთა პოპულაციის კონტროლს ისახავს. მისივე თქმით, ისინი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ქალაქში მიუსაფარი ძაღლებისა და კატების უკონტროლო გამრავლების თავიდან ასაცილებლად უფასო სტერილიზაცია/კასტრაცის ოპერაციებს ატარებენ. ამასთან, ხდება ცხოველის სხვადასხვა დაავადებებზე ვაქცინაცია. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში ცხოველებს პარაზიტებზე ამუშავებენ, რის შემდეგაც მათ ბუნებრივ არეალში აბრუნებენ.

„ჩვენი მიზანია, ცხოველების პოპულაცია ჰუმანური გზით გავაკონტროლოთ. ამასთან, დავიცვათ მოსახლეობა სხვადასხვა გავრცელებული დაავადებებისგან, როგორიც არის მაგალითად ცოფი, რაც ადამიანებისთვისაც წარმოადგენს საფრთხეს. თუ ხალხი დაინახავს, რომ ქუჩის ძაღლებს ყურზე უკეთიათ საჭდე, ეს ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ისინი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ“, - აღნიშნა ანა მეცხვარიშვილმა.

ანა მეცხვარიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველი უფასო აქცია ანაკლიაში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ჩატარდება. ასევე, მისი თქმით, ორგანიზაცია მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ზუგდიდში თავშესაფრის მშენებლობაში დაინტერესებულ მხარეებს.

„ვაპირებთ მოვიძიოთ კონტაქტები და შევეხმიანოთ ამ საქმეში ჩართულ ხალხს. თუ ისინი თანახმა იქნებიან, მზად ვართ ყველანაირი კონსულტაცია გავუწიოთ, რომ თავიდანვე ყველაფრის გათვლა მოხდეს სწორად. დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ, რომ ვასწავლოთ და ჩავუტაროთ გადამზადება“, - ამბობს ვეტერინარი.

თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ამჟამად შპს ,,იმერეთი ჯგუფთან“ აქვთ გაფორმებული, რომელსაც თვეში ორჯერ ან სამჯერ ძაღლები ქალაქიდან გაჰყავს. მერიის ინფორმაციით, ცხოველებს უტარდებათ ყველა საჭირო პროცედურა, მათ შორის, სტერილიზაცია, კასტრაცია, აცრები და სხვა.

„დღეის მდგომარეობით პროცედურები გავლილი აქვს 347 ძაღლს. შესაბამისად ეს ძაღლები ვერ შექმნიან დაავადების გადატანის საფრთხეს და ვერც გამრავლდებიან. ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში ააშენებს ცხოველთა თავშესაფარს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება და სხვა“, - აცხადებენ მერიაში.

ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი 250 ძაღლზე იქნება გათვლილი. თავშესაფრების პროექტირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 155 ათასი ლარი გამოიყო. მშენებლობა საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს.

ორგანიზაცია Mayhew International-ის წარმომადგენლები ზუგდიდში ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის და ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატის დათა შელიას მოწვევით იმყოფებოდნენ.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.