ახალი ამბები
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ზუგდიდის საკრებულოს მუშაობა შეაფასა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის 2 წლიანი პერიოდი შეაფასა. TI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გამოთხოვილ, ასევე საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს ეფუძნება.

ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას განმარტებით, დოკუმენტში მოცემული ძირითადი მიგნებებისა და სტატისტიკური მონაცემების გარდა, ასახულია ციფრები გაწეული ხარჯებისა და სახელფასო ანაზღაურებების შესახებ.

„ჩვენი ანგარიშის ძირითადი მიგნებები და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკრებულო სუსტ ზედამხედველობით ფუნქციას ასრულებდა, ხშირ შემთხვევაში მისი კონტროლი აღმასრულებელ ორგანოებზე ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა რამდენიმე კორუფციული სკანდალი ზუგდიდში, რაზეც საკრებულოს არ უმსჯელია, თუმცა საკრებულომ მოგვწერა, რომ რამე სახის ინტერესთან კონფლიქტი მერიის საქმიანობაში არ გამოვლენილა. ჩვენს კვლევაში ასევე ასახულია სტატისტიკური მონაცემები საკრებულოს და კომისიების სხდომების შესახებ. ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ გვაქვს მრავალი შემთხვევა, როგორც საკრებულოს ისე კომისიის სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის”, - აღნიშნა თოდუამ.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკრებულოს თანამშრომლებმა 90 ტონამდე საწვავი გახარჯეს. აქედან, საკრებულოს თავმჯდომარემ - 16 531 ლიტრი.

„გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები საკრებულოს მიმართ. პირველ რიგში მათ უნდა გააუმჯობესონ საკუთარი მაკონტროლებელი საქმიანობა, საზედამხედველო კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია საკრებულომ იზრუნოს კორუფციული გარიგებების პრევენციაზე, მკაცრად უნდა აკონტროლოს, როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეფექტურად ხარჯვაზე“, - აღნიშნა თოდუამ.

თავის მხრივ ზუგდიდის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ კრიტიკის მიუხედავად, დოკუმენტი მათ საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ ანგარიში  საკრებულოს საქმიანობის პოზიტიურ მხარეებსაც მოიცავს.

“დოკუმენტზე ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ცალსახად ნეგატიური დოკუმენტი. ძალიან ბევრია ფაქტი და მიგნება, რომელიც საკრებულოს საქმიანობის პოზიტიურ მხარეებს ასახავს. რაც არ უნდა კრიტიკული დოკუმენტი იყოს ჩვენთვის, ეს მნიშვნელოვანია, რათა დავინახოთ ობიექტური ტენდენცია და გამოვიყენოთ ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება ისეთ მიგნებებს, რომელიც არის ხარვეზის დამდგენი და სარეკომენდაციო ხასიათის, იქ არ არის საუბარი, რომ საკრებულო არ ასრულებს თავის ფუნქციებს - უბრალოდ ნათქვამია, რომ სუსტად ასრულებს საზედამხედველო და მაკონტროლებელ ფუნქციებს და ხშირად არის ფორმალური. ამაში ჩვენ რა თქმა უნდა არ დავეთანხმეთ, უშუალოდ პრეზენტაციაზეც“,- ამბობს წოწერია.

საკრებულოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ისინი საკმაოდ ობიექტურად ახორციელებენ საზედამხედველო ფუნქციებს.  

„რაც შეეხება ფრაქციების გაცდენებს, დასწრების აქტივობით აქ საუბარია ძირითადად ოპოზიციურ ფრაქციებზე, სადაც მოყვანილია კონკრეტული მაგალითები გაცდენების რაოდენობის და საერთოდ მოვუწოდებ ყველა ფრაქციას, სადაც გამონაკლისი არის „ქართული ოცნება“, თავისი ფუნქციების შესრულების ხარისხით უფრო ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება ხარჯებს, ჩემთან მიმართებაში, შემიძლია ვთქვა, რომ კანონით დადგენილ ნორმებშია ყველა საწვავი, 700 ლარის საწვავი ფაქტიურად ბოლომდე არ იხარჯება, მაგრამ თუ რამე იხარჯება, ეს მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება“, - თქვა წოწერიამ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის საანგარიშო ერიოდი 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.