ახალი ამბები
ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მიწის დაბრუნების მოთხოვნით აქცია ისევ გამართა
ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. როგორც მიქავა ამბობს, მისი მოთხოვნები უცვლელია და ის ადგილობრივი თვითმმართველობისგან ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს. ამავდროულად, მისი მტკიცებით, აღნიშნული საქმის უკან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა დგას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მას გარიგება შესთავაზა. 

"რამდენი წელია, ერთსა და იმავეს ვითხოვ, მაქვს 2 სასამართლო გადაწყვეტილება. 2008 წელს შევიძინე მიწა, რომელიც არის ჩემი საკუთრება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიზანმიმართულად გამიშვა ციხეში და ჩემი კუთვნილი ქონება მიითვისა. ლევან კაკავამ, რომელსაც დღეს პირველად ვახსენებ, როცა საფინანსო პოლიციის უფროსი იყო ზუგდიდში, დამიბარა და მითხრა, რომ თუ 10 მებაჟეს დავაჭერინებდი და გადავცემდი 10 000 დანომრილ დოლარს, ჩემს ცხოვრებას ძაღლი არ დაჰყეფდა, ან არა და ციხეში გამიშვებდა. ზუსტად ასე მოხდა, ჩემი უარის შემდეგ ლევან კაკავამ 2013 წელს 14 წლიანი სასჯელით გამიშვა ციხეში. მართმევენ კუთვნილ ქონებას გაყალბებული საბუთებით, რისი უფლებაც არ აქვთ. ჩემი მოთხოვნა უცვლელია - მოაშორონ ზუგდიდს კრიმინალები. ერთ მტკაველსაც არავის არ დავუთმობ", - ამბობს მიქავა.

მისივე თქმით, ლევან კაკავასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოლქის პროკურორი ილია ჯალაღანია მფარველობს. 

"წამოდით სასაფლაოებზე, სადაც მიჩვეულები ხართ კვირკვიასთან საქმეების გარჩევას. ჩემს ტერიტორიაზე დამინგრიეს ერთადერთი შემოსავლის წყარო - ხილ-ბოსტნეულის მაღაზია, ჩემი ოჯახის განადგურებას ასე ცდილობენ", - თქვა ბიზნესმენმა. 

აქციაზე მანანა მიქავასთან ერთად იმყოფებოდა "პატრიოტთა ალიანსის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა. მან მოქმედ მერს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომლის გამოც გეგა შენგელიას წინამორბედი ციხეში აღმოჩნდა.

"სოლიდარობას ვუცხადებთ ქალბატონ მანანას, უმძიმესი წლები აქვთ გავლილი და 12 წელია ეს მარაზმი გრძელდება ზუგდიდში. ხელისუფლების ყურადღება არის დღემდე ნული. "პატრიოტთა ალიანსი" მსგავსი პრობლემების მიმართ არასდროს არ იდგა განზე და ერთადერთი ძალაა საქართველოში, რომელიც არ მისცემს უფლებას მანანასნაირი მეწარმეები დაიჩაგრონ. ხელისუფლებას ვეუბნებით კიდევ ერთხელ, ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვეძახით გულუას სკვერს და აკვაპარკს, ეს არის დიდი ჩემოდანი, რომელსაც სახელური არ ააქვს, რომელსაც ვერანაირად, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წაიღებს. ქალაქის მერი, რომელიც მერია თუ თიბისი ბანკის მევახშე, რომელიც შეთავსებით მერია, ეს კაცი არის თავგადასავლების მაძიებელი. მას, ეტყობა, ავიწყდება მისი წინამორბედი როგორ აღმოჩნდა ციხეში სწორედ ამ ამბის გამო. იგივეს იმეორებს თვითონაც. ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა კაცია და მფარველობს კრიმინალებს და დამნაშავეებს ამ ამბავში. ეს ძალიან მალე დამთავრდება", - თქვა ოთარ ჭითანავამ. 

მანანა მიქავა ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, წლებია, დავობს. მას ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მიქავას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აკვაპარკი უნდა აეშენებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუუქმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება, რის გამოც მანანა მიქავა აქციებს პერიოდულად მართავს.

აღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით ედავება გამოძიება ქრთამის აღებას ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდელმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართა 

ქალი, რომელიც თბილისში ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ფეხით მიდიოდა საავადმყოფოში გადაიყვანეს 

ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ზუგდიდელი ბიზნესმენი თბილისში ფეხით ჩასვლას გეგმავს

ინცინდენტი ზუგდიდის საკრებულოში - ბიზნესმენმა მამუკა წოწერიას წყალი შეასხა (ვიდეო)

ზუგდიდელი ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან აქციას მართავს (ფოტო)

მანანა მიქავამ სამხარეო ადმინისტრაციასთან კარავი გაშალა (ფოტო)

ზუგდიდის მერი: მანანა მიქავას წინადადების შემოტანა ახლაც შეუძლია (ვიდეო)

ზუგდიდელი ბიზნესმენი აპირებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს (ვიდეო)

ზუგდიდელი ბიზნესმენი ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ.პ.ს. "აკვაპარკს" შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა





Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატის ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიას აჯამებს და მიმართვას ავრცელებს:
მაღალი თანამდებობის პირები და პარტია ,,ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს ახასიათებენ, როგორც გამოცდილ, პროფესიონალ, განათლებულ პოლიტიკოსს, რომელიც იქნება ზუგდიდის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
ქართული ოცნების" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში, თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
კორონავირუსი
ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ზუგდიდში მცხოვრები 2 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი მათგანი 64 წლის ქალია და ის ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია. აქედან, 26 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 451 ნიმუშებიდან 151 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 87 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
დღის სიახლეები
01 / ნოემბერი 2020
ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში 109 უბნიდან, ამ დროისთვის 5 საარჩევნო უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული.
31 / ოქტომბერი 2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
31 / ოქტომბერი 2020
"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია პირველივე ტურში იმარჯვებს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.