ახალი ამბები
კორონავირუსის გამო ზუგდიდში 2-ით მეტი საარჩევნო უბანი იქნება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში 109 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან, 2 რუხისა და ანაკლიის კოვიდმიმღებ ცენტრებში მყოფ მოქალაქეებს მოემსახურება. ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ოლქში სულ 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 64 073 ქალია, ხოლო 56 239 მამაკაცი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მარტივად ადაპტირებულია 2 უბანი, რომელიც სოფელ ოქტომბრის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში მდებარეობს. მარტივად ადაპტირებული საარჩევნო უბანი ნიშნავს იმას, რომ აქ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს დამოუკიდებლად შეუძლია შესვლა.

რაც შეეხება პანდუსებიან უბნებს, სულ ასეთი 25-ია და ისინი ძირითადად საჯარო სკოლებშია მოწყობილი:

#1 სააჩევნო უბანი - ჭადრაკის სასახლე (თბილისის ქ.N1)
#5 საარჩევნო უბანი - N6 საჯარო სკოლა (თავისუფლების ქუჩა N144)
#6 საარჩევნო უბანი - N11 საჯარო სკოლა (თაბუკაშვილის ქუჩა N29)
#9 საარჩევნო უბანი - N4 საჯარო სკოლა (ცოტნე დადიანის ქ. N10)
#11 საარჩევნო უბანი - საბავშვო ბაღი (ბერიას ქუჩა N1)
#12 საარჩევნო უბანი -N16 საბავშვო ბაღი (ყოფ(.დეკაბრისტების) 25 დეკემბრის ქ. N19)
#20 საარჩევნო უბანი - N8 საჯარო სკოლა (პუშკინის ქ.N157)
#21 საარჩევნო უბანი - N7 საჯარო სკოლა (ი.ჭავჭავაძის ქუჩა N6)
#22 სააჩევნო უბანი - N9 საჯარო სკოლა (მოსაშვილის ქ.N3)
#25 საარჩევნო უბანი - N5 საჯარო სკოლა (გორგასლის ქუჩა N2)
#30 საარჩევნო უბანი - N10 საჯარო სკოლა (ესებუას ქ.N3)

ზუგდიდის სოფლები:

#32 სააჩევნო უბანი - ანაკლია, საჯარო სკოლა (რ.ესართიას ქუჩა N1)
#36 საარჩევნო უბანი - ახალაბასთუმანი, საჯარო სკოლა ( ა.როგავას ქუჩა N2)
#42 საარჩევნო უბანი - დარჩელი, N2 საჯარო სკოლა ( ზვიად გამსახურდიას ქუჩა N54)
#47 საარჩევნო უბანი - ინგირი, N1 საჯარო სკოლა (თამარ მეფის ქუჩა N69)
#50 საარჩევნო უბანი - კახათი, N2 საჯარო სკოლა (ვ.დარასელის ქ.N76)
#51 საარცევნო უბანი - კოკი, კოკის საბავშვო ( ბარათაშვილის ქ. N53)
#5 საარჩევნო უბანი - კორცხელი, ნაცატუს ბაგა ბაღის შენობა (ნაცატუ , შ.რუსთაველის ქ. N13)
#60 საარჩევნო უბანი - კერძო სახლი (თ.ხაზალიას ქუჩა N26)
#61 საარჩევნო უბანი - ორულუ, ორულუს საჯარო სკოლა (დავით აღმაშენებლის ქუჩა N4)
#93 საარჩევნო უბანი - N1 საჯარო სკოლა (შ. რუსთაველის ქ. N124)
#94 საარჩევნო უბანი - ინგირი, N2 საჯარო სკოლა (შ.რუსთაველის ქ.N409)
#97 საარჩევნო უბანი - კოკი, საჯარო სკოლა (ბარათაშვილის ქ. N66)
#99 საარჩევნო უბანი - რიყე, საჯარო სკოლა (დ.აღმაშენებლის ქ.N2)
# 108 საარჩევნო უბანი - ჯიხაშკარი, N1 საჯარო სკოლა (კ. გამსახურდიას ქ N77)

ინფორმაციისთვის, ხვალ, 31 ოქტომბერს ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.