ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე 21 240 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ წლის ბოლომდე 180 ძაღლის ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით იზოლირება და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ შერჩეულმა კანდიდატმა ძაღლები ჭიებზე, ბაქტერიებსა და პარაზიტებზე უნდა დაამუშავოს. ასევე, უზრუნველყოს ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც მათ ბუნებრივ არეალში დააბრუნებს.

გარდა ამისა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანა ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს.

ცხოველთა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოსაყენებელი საანესთეზიო საშუალებებისა და სამკურნალო საჭირო მედიკამენტების სია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა იყოს შეთანხმებული.

მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ უნდა უზრუნველყოს.

ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს "კოლოსმა", დაახლოებით, ერთი წლის წინ დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი იჟი სკვორი ესტუმრა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს უხვი ნალექის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა.
სენაკში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლებისთვის წლებია მიუსაფარი ძაღლების თემა გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. აქ ჩასახლებული დევნილები ამბობენ,
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 517 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ვაქცინაციის კაბინეტია მოწყობილი, მოქალაქეების რიგებია შექმნილი. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას,
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში
საზოგადოება
რა თქმა უნდა ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ.
დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან  ექვსი წელი გავიდა. სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
დღის სიახლეები
29 / ივლისი 2021
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საბაჟო კომიტეტის" ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. გამშვებ პუნქტზე, 24 ლიტრი ,
29 / ივლისი 2021
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი იჟი სკვორი ესტუმრა.
29 / ივლისი 2021
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.