ახალი ამბები
ზუგდიდში შშმ ბავშვებს აკვათერაპიას პირველად დაუფინანსებენ
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, სხვადასხვა პათლოგიის მქონე ბავშვებს ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ წყლის თერაპიას წელს პირველად დაუფინანსებს. აღნიშნულ მომსახურებაზე 21 600 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, სერვისით 18 წლამდე ასაკის, ცერებრული დამბლისა ან სხვა პარალიზური სინდრომის მქონე ბავშვები თვეში 8-ჯერ ისარგებლებენ. მერიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე პროგრამაში ჯამში 20 ბავშვი ჩაერთვება.

ფიზიკურ-გამაჯანსაღებელი მომსახურება უნდა მოიცავდეს: საცურაო აუზის საშუალებით თერაპიული სეანსებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშების ჩატარებას, შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტ(ებ)ის მონაწილეობით. თერაპიული სეანსები უნდა ტარდებოდეს მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით აღჭურვილ, კეთილმოწყობილ შენობაში, სადაც მოქმედი საცურაო აუზია განთავსებულია და უნდა მდებარეობდეს ქალაქის ტერიტორიაზე. თითო სეანსის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 საათს უნდა შეადგენდეს.

ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, 9 თვის განმავლობაში 1 აპრილიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. ტენდერში მონაწილეებმა წინადადებები 17 მარტამდე უნდა წარადგინონ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
დღის სიახლეები
13 / დეკემბერი 2024
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, პარტია „ძლიერი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, თენგიზ ქოჩუა სამართალდამცავებმა დააკავეს, რასაც თვითმხილველების თქმით, წინ შელაპარკება უსწრებდა.
13 / დეკემბერი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო გაწვევის კომისარიატებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა.
13 / დეკემბერი 2024
18 წლის ცოტნე გოგია, რამდენიმე წელია, სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. ამჟამად, ის „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ პროგრამით ნიდერლანდებში იმყოფება და გეგმავს, ერთი წლის
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.