ახალი ამბები
"იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ" - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, დევნილთა კოლექტიურ ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებს ოჯახში ძალადობის, მისი პრევენციისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს დევნილი ქალების უფლებების დაცვას. შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დახმარების სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრები ხორციელდება UNDP-ის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების შესაძლებლობების გაფართოება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება COVID 19 -ის კრიზისის პერიოდში.პროექტის კოორდინატორის, მარიამ ბეგიაშვილის განმარტებით, პროექტი მოიცავს ორ ნაწილს - ჰუმანიტარულ დახმარებას და გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. მისივე თქმით, პანდემიამ ყველაზე ცუდი ზეგავლენა იქონია მოწყვლად ჯგუფებზე და შესაბამისად, პროექტი დევნილების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის შეიქმნა.

"ზოგადად, მსოფლიოში კვლევებმა აჩვენა, რომ პანდემიის დროს გაზრდილია ძალადობის შემთხვევები. საქართველოში ეს კვლევა არ განხორციელებულა, მაგრამ მსოფლიოს კვლევებზე დაყრდნობით გვსურს, რომ ეს საკითხი წინ წამოვწიოთ. ინფორმირებულობა გაზარდოთ თემებში, იქნება ეს პანდემიის დროს თუ პანდემიის შემდგომ. ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა იყოს უფრო ფართო და ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ იმაზე, თუ სად უნდა დარეკონ, როცა არის რაღაცა შემთხვევა. მნიშვნელოვანია, ამ კამპანიის ფარგლებში, თუნდაც ცხელი ხაზის ნომერი ან სხვადასხვა სერვისები, რაც სახელმწიფოს აქვს, გავხადოთ უფრო ცნობადი", - თქვა მარიამ ბეგიაშვილმა.
UNDP-ის ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ლელა აქიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების დაცვის და სოციალური ინკლუზიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, გაეროს განვითარების პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ თემებთან მუშაობაზე.

"იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, ჩვენ სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა თემს, განსაკუთრებით კი დევნილ ქალებსა და ახალგაზრდებს, ვაწვდით ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ. იმისთვის, რომ მომავალში მათ თვითონ, უკვე ინფორმირებულებმა უფრო აქტიური და თამამი ნაბიჯები გადადგან საკუთარი და სხვების უფლებების დასაცავად", - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.

გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა წყალტუბოსა და გორის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.