ახალი ამბები
ზუგდიდში საარჩევნო უბანთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ 5 აქტივისტი დააკავეს
ზუგდიდში მე-20 საარჩევნო უბანთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ დამკვირვებლები და აქტივისტები დააკავეს. ისინი პოლიციამ საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის ლაშა ხუსკივაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია გიორგი მულლაძე, ნიკა ნარსია, კახა კვეკვესკირი, ალბერტ მერაბაშვილი და ბექა პაპაშვილი. ისინი მბობენ, რომ უბნებიდან დამკვირვებლების გაყვანა მათ განეიტრალებას ემსახურება.

„მოდიან და მიჰყავთ ჩვენი აქტივისტები. ჯერ ამბობენ, რომ მოწმის სახით გადაჰყავთ, მერე აღმოჩნდება, რომ დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით. არავინ უარს არ ამბობს გამოკითხვაზე, ვეუბნებით, რომ დაგვიბარეთ და მოვალთ, მაგრამ ახლა ვერ მივდივართ, ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, ვაკვირდებით არჩევნებს“, - ამბობს ხუსკივაძე.

აქტივისტების დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ადგილზე მისული იყო ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი. დეპუტატასა და დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
24 / მარტი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა.
24 / მარტი 2025
რუსეთის ფედერაციამ „უცხოეთის აგენტების“ სიაში ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ორი ჟურნალისტი შეიყვანა - სააგენტო „აიაშარას“ რედაქტორი ნიზფა არშბა და გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ დამფუძნებელი, იზიდა ჭანია.
24 / მარტი 2025
ფოთის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის საკვები პროდუქტების შესასყიდად 77 285 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვედზე ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
20 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.