კორონავირუსის გავრცელების გამო დადიანების მუზეუმი დროებით დაიხურა									
			
		
						
			
			
			
								დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ვიზიტორებს 4 თებერვლამდე ვერ მიიღებს. 
ამის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის ადმინისტრაციამ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. მიზეზად თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირება სახელდება. 
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებს დაუდასტურდათ კოვიდ-19. მუზეუმის დირექციამ უსაფრთხოების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წლის 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით მუზეუმი დროებით დაიხურება დამთვალიერებელთათვის.  დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 988 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები