ახალი ამბები
ნივთები, რომლებიც აფხაზეთს გვახსენებს - "აფხაზეთობა" ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
"დღეს რაც აქ მოვიტანე, გაგიკვირდებათ, არის პატარა ჭიქა...თავის დროზე, რომ ვიპოვე, ძალიან გამიხარდა, ავად რომ ვხდებოდი, დედა სწორედ ამ ჭიქიდან მასმევდა წყალს. ვუფრთხილდები ძალიან...", - ასე დაიწყო საუბარი აფხაზეთიდან დევნილმა ირუზა კაკავამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ზუგდიდში, "აფხაზეთობის" დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ირუზას მსგავსად, ნივთები შეხვედრაზე სხვა ქალებმაც მიიტანეს და მათთან დაკავშირებული ისტორიები ერთმანეთს გაუზიარეს. 

აქ მყოფებს საკუთარ გრძნობებსა და მოგონებებზე საუბარი არ უჭირთ, თუმცა, პერიოდულად ცრემლი მაინც ერევათ. 

"მახსოვს სახლი და ეზო, ჭიშკარზე რომ მტრედებია. სტუმრიანობა იყო ხოლმე სახლში და ბევრი ბედნიერი სახე... ძალიან მინდა ჩავიდე", - ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. 

ამ დღეს შეკრების ტრადიციაზე გვიყვება ქრისტინე კილანავა, ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ორგანიზაცია "აფხაზეთობასთან"  დაკავშირებულ ღონისძიებებს ყოველწიურად, სხვადასხვა სახით უერთდება, მათ შორის აწყობს შეხვედრებს, რომლებსაც სამშვიდობო კლუბის წევრები და სხვადასხვა პროექტის ბენეფიციარები უერთდებიან. 

"ზუგდიდში მყოფი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ასე შევუერთდით წელს ამ თარიღს. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული იყო, რადგან ჩვენი კლუბის წევრებს ვთხოვეთ მოეტანათ ის ნივთები, რომლებიც მათ გადმოიტანეს აფხაზეთიდან. ნივთები რომლებიც, შეიძლება ითქვას, სიკვდილს გამოექცნენ და გააგრძელეს ცხოვრება მასპინძელ ქალაქში", - ამბობს ქრისტინე კილანავა.

ბოლო წუთამდე არ დაუტოვებია მშობლიური სახლი ანა ემუხვარის ოჯახს. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც მსგავს შეხვედრებში მუდმივად მონაწილეობს. იხსენებს, რომ აფხაზეთის დატოვების გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა მხოლოდ სოხუმის დაცემის შემდეგ მიიღეს. 

"ქალები და ბავშვები ერთი დღით ადრე გადმოვედით ზუგდიდში, მამა და ბაბუა კი იქ დარჩნენ. ბაბუას თავისი სახლის დატოვება არ უნდოდა...ბოლოს, 26 სექტემბერს მიტინგზეც იყო ოჩამჩირეში, რადგან ეგონა რამე იმედის მომცემს გაიგებდა, თუმცა 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგ ყველაფერი აზრს მოკლებული იყო. ბაბუაჩემი, მხოლოდ მამაჩემის მუქარით, რომ თვითონაც მასთან ერთად მოკვდებოდა, დათანხმდა ზუგდიდში გადმოსვლას. უკანასკნელად დაკეტეს სახლის კარები და ღამე, ტყვიების ზუზუნის ქვეშ ყველაზე სახიფათო გზა გაიარეს...გასაღებს კი დღემდე ვინახავთ უკვე დანგრეული სახლის კარების გასაღებად", - ამბობს ანა.

ქრისტინე კილანავას სურს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ზუგდიდში არსებობდეს მუზეუმი, რომელიც თავს მოუყრის რელიქვიებად ქცეულ ნივთებს.

"ჩვენ გვინდა და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ზუგდიდში, მასპინძელ ქალაქში, რომელიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე ქალაქია, იყოს "ომისა და მშვიდობის" მუზეუმი, სადაც მოიყრის თავს ეს ექსპონატები. გვინდა, გამოიყოს ზუგდიდში სივრცე ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით, სადაც განთავსდებოდა ყველა ის ნივთი, რომელიც დევნილებმა გადმოიტანეს და მათთვის ძვირფასია", - ამბობს ქრისტინე კილანავა. 

23 მაისი "აფხაზეთობის" დღედ 2014 წელს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ დააწესა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
15 / აპრილი 2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) ზუგდიდსა და სხვა მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 81 მილიონი ლარი
15 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეექვსე ცდაზე კვორუმი შედგა. სხდომას დაესწრნენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
15 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.