ახალი ამბები
ზუგდიდის მერია 2.7 მილიონს სათვალთვალო კამერების შესყიდვისთვის დახარჯავს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მართლწესრიგის საფრთხის თავიდან აცილების ან სხვადასხვა დარღვევის აღკვეთის მიზნით ზუგდიდის მერიამ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ჯამში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 169 ახალი კამერა დამონტაჟდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 713 896 ლარია. თანხის გადახდა ეტაპობრივად, 2022-2025 წლის ბიუჯეტებიდან განხორციელდება.

შესყიდვის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე მონტაჟი და ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე ვიდეო ნაკადის (სტრიმის) უზრუნველყოფა "საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112"-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სათვალთვალო კამერები მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე სხვადასხვა მიმართულებით განთავსდება, მათ შორისაა ზუგდიდი-ანაკლიის გზა, ასევე, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მიმართულებით არსებული ქუჩები და სხვა.

"ეს იქნება ქუჩები, სადაც მოძრაობს ძირითადი სატრანსპორტო ნაკადი. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქალაქი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო მოქალაქეებისთვის. ეს ემსახურება იმას, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ავტოსაგზაო შემთხვევები", - გვითხრეს მერიის პრესცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზუგდიდში უსაფრთხოების 70-მდე კამერა ფუნქციონირებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
04 / ივნისი 2026
„ქართული სუფრა - აკადემიაა“, ამბობენ და ეს გამოთქმა განსაკუთრებით ნათლად იკვეთება მეგრული ტაბაკობის ტრადიციებში.
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.