ახალი ამბები
წლებია ზუგდიდში "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შესრულებას ითხოვენ
ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია ზუგდიდის მერიისგან "სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის განხორციელებას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დაწერა. ლაშხია განმარტავს, რომ შესაბამის კონკურსში მეგობართან ერთად მიიღო მონაწილეობა და მათი იდეა კოსტავას ქუჩაზე სკვერის გაშენებას გულისხმობდა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, პროექტის თანახმად, სკვერში უნდა განთავსებულიყო ქუჩის ტრენაჟორები და საბავშვო ამფითეატრი. მეგობრების ინიციატივით, მოსასვენებელ სივრცეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის დავით ჯიქიას სახელი უნდა მინიჭებოდა.

"2018 წელს მე და ჩემმა მეგობარმა მერიაში შევიტანეთ პროექტი. არჩევნები მოვიგეთ, პროექტის ღირებულება შეადგენდა 50 000 ლარს. 2019 წელს მეორედ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ზემოთ აღნიშნული თანხა, მხოლოდ ქუჩის ტრენაჟორებისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018-2019 წლებში პროექტით გაწერილი სამუშაოები არ ჩატარებულა. საბედნიეროდ, მეორე არჩევნებიც მოვიგეთ, ამჯერად პროექტის ღირებულება შეადგენდა 33 000 ლარს.

ადგილი, სადაც სკვერი უნდა გაშენებულიყო, თავიდანვე შევათანხმეთ მერიასთან. 2018-2019 წლის არჩევნებში ადგილთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღემდე დგას მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, რომლის გადატანას მერია შეგვპირდა. ყველა ჩატარებული არჩევნების წინ გვპირდებოდნენ, რომ გადაიტანდნენ სხვა ლოკაციაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა პროექტს ძვრა არ ჰქონდა, მივედით მერიაში, სადაც გამოგვიცხადეს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო სამუშაოები შეჩერებული იყო. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გადავაგორეთ, ისევ მივაკითხეთ მერიას, გამოგვიცხადეს, რომ ჩვენს მიერ შერჩეული ადგილი, რომელსაც თავიდანვე თან ახლდა მათი თანხმობა ზედიზედ ორი არჩევნების ჩატარების დროს, გაგიკვირდებათ, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში ყოფილა. როგორც გვითხრეს, მისწერეს ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა, სამინისტრომ ნებართვა არ გასცა იქ რაიმე სახის პროექტების განხორციელების. რაც შეეხება ალტერნატივას, დაგვპირდნენ, რომ აღნიშნული ადგილიდან რამდენიმე მეტრში გაშენდებოდა სკვერი, მაგრამ დაპირება, დაპირებად დარჩა. ამასობაში გავიდა 4 წელი, მე-5 სადაცაა კარს შემოაღებს. მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სად წავიდა ჩვენი კუთვნილი 83 000 ლარი? ჩიტმა წაიღო? ჰაერმა?", - წერს ნიკა ლაშხია.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში გვიპასუხეს, რომ პრობლების შესახებ მათთვის ცნობილია და ისინი ალტერნატიული ტერიტორიის მოძიებაზე მუშაობენ.

"მოგეხსენებათ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტი არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც ჩანს მოქალაქეების აქტიური ჩართულობა. მათი მონაწილეობით კონკრეტულ ლოკაციებზე შეირჩევა პროექტები. დღემდე განხორციელდა 26 და, გვაქვს მიმდინარე პროექტებიც. არის ისეთებიც, რომელთა განხორციელება ტექნიკურად ვერ მოხერხდა, მათ შორისაა ის პროექტი, რომელიც თქვენ უკვე აღნიშნეთ. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, ვიცით ამ პრობლემაზე. ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატიული ადგილის შერჩევაზე და რა თქმა უნდ,ა პროექტის ავტორებთან გაგრძელდება კომუნიკაცია და აუცილებლად ერთად შევარჩევთ სხვა ტერიტორიას", - განგვიმარტეს პრესცენტრში.

"სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამა ზუგდიდის მერიამ 2019 წელს დანერგა. პროექტის ფარგლებში, მერიაში საკუთარი იდეის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან ფაქტობრივად ცხოვრობს ზუგდიდში. საბოლოოდ, ქალაქის სხვადასხვა უბანში არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პროექტს გამოავლენენ, რომელიც უნდა განხორციელდეს. პროგრამის დაწყების დროს მისი ბიუჯეტი მილიონ ლარს შეადგენდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.