ზუგდიდის მერია ბოტანიკურს დაფინანსებას უზრდის - ბიუჯეტის პროექტი
15:49 / 15.11.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამისთვის 980 000 ლარია გათვალისწინებული.
დოკუმენტში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ დაფინანსების ზრდა შემოსავლების გათვალისწინებით ხდება და მიმდინარე წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 130 ათასი ლარით მეტია.
"ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" მიერ, გასულ წელს მიღწეული იქნა გარკვეული დადებითი შედეგები. ცენტრის მიერ 2021 წელს სუბსიდიის სახით მიღებული დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სამუშაოები", - ვკითხულობთ დოკუმენტში. აქვე მითითებულია, რომ 2021 წელს სუბსიდიის სახით გამოყოფილი 850 ათასი ლარიდან ძირითადი ნაწილი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას მოხმარდა.
პირველი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლა ფასიანია, რასაც ადგილობრივების უმეტესი ნაწილი უარყოფითად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქში არაერთხელ გაიმართა საპროტესტო აქციები.
გაფასიანებიდან ბაღმა შემოსავლის სახით 129 596 ლარი მიიღო.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები