ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში ან ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში განთავსებასა და შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 920 ლარია. 

დოკუმენტაციის მიხედვით, გასაწევი მომსახურება გულისხმობს:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა იზოლირებას (შემსყიდველი ორგანიზაციის მითითებით) ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი/ბადით და ცხოველთა თავშესაფარში ან ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში გადაყვანას, სპეციალური სატრანსპორტო საშულებ(ებ)ით და განთავსებას შენობაში ან ვოლიერებში;

ბ) თავშესაფარში ან ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათ დეჰელმენტიზაციას (დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაციას, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაციას, იდენტიფიკაციას (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით). თითოეული მონაცემის ასახვა სარეგისტრაციო შესაბამის ბლანკში და ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ ბუნებრივ არეალში დაბრუნებას;

გ) ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზიას და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანას.

ზემოაღნიშნული პროცედურების შემდგომ გათვალისწინებულია ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე.

ბოლო წლებში ზუგდიდიდან ცხოველები ოზურგეთის თავშესაფარში გადაყავდათ. 

ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს "კოლოსმა", დაახლოებით, 3 წლის წინ დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.