ახალი ამბები
ზუგდიდში ბავშვებისთვის ერთადერთი ატრაქციონების პარკი აღარ ფუნქციონირებს (ფოტო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლისა და ე.წ. ფრანგული პარკის მიმდებარედ მოწყობილი ერთადერთი საბავშვო სივრცე, სადაც სულ რამდენიმე ატრაქციონი მუშაობდა, უკვე რამდენიმე დღეა, აღარ ფუნქციონირებს. მიზეზი, როგორც თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტით ვკითხულობთ, ტექნიკური გაუმართაობაა.

აქ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ატრაქციონები ძველია და წლებია, ისინი არავის განუახლებია.

ინფორმაცია, რომ ერთადერთი ატრაქციონების პარკი დაკეტილია, ზუგდიდის მერია არ გაუვრცელებია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც გასართობად პარკში მისულ ბავშვს უფუნქციო სივრცე ხვდება. ვიდეო სამოქალაქო აქტივისტმა დავით ლოგუამ განათავსა.

„გუშინ, ადგილზე მისულებს ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა, რამაც სანდროს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა.

ზუგდიდში, ეს იყო ერთადერთი ატრაქცია, სადაც ბავშვები ახერხებდნენ გართობას. ისიც მოუვლელი, ბინძური და განადგურებული, მაგრამ მოქმედი“, - წერს ლოგუა.


პოსტის კომენტარებში ზუგდიდელები წერენ, რომ ატრაქციონები, თითქმის ორი კვირაა, დაკეტილია და ადგილზე მისულებს მათაც იგივე სიტუაცია დახვდათ. ადგილობრივები მერიას სთხოვენ, მიაწოდონ ინფორმაცია, განახლდება თუ არა ან რა ფორმით იფუნქციონირებს პარკი.

„2 კვირაა დაკეტილია! იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან ყველაზე პატარა, რომელიც მიგვყავდა 2,5 წლისაა და ვერ გაიგო, თუ რატომ.

ლოგიკური კითხვა გამიჩნდა, აქ ბავშვები სად დაგყავთ, რითი ერთობიან,დრო როგორ გაგყავთ...

საერთოდ არაფერია, არაფერი!“, - წერს მომხარებელი ხატია ჯიშკარიანი.


„არა მხოლოდ ზუგდიდს, რეგიონის ბავშვებს ემსახურებოდა ეს უკვე გახუნებული და გაუფერულებული ატრაქციონი (ჩხოროწყუ, წალენჯიხა). ყველაფერი რომ უკან მიდის, ეს ალბათ ზედმეტად "ადუღებულმა" ეკონომიკამ იცის“, - წერს სოფო გოგოხია.

ატრაქციონები ფრანგულ პარკში 2011 წელს გაიხსნა.

რადიო „ათინათი“ ზუგდიდის მერიას ქალაქში ერთადერთი საბავშვო ატრაქციონების პარკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა. მათ კომენტარს ჩვენ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.