ახალი ამბები
მუჟავაში არქეოლოგებმა სავარაუდოდ ადრეული შუა საუკუნეების ეკლესიის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
მუჟავაში, ჩვინარეს ხეობაში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების პირველადი შედეგების მიხედვით, აღმოჩენილია მცირე ზომის ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, არის დარბაზული ტიპის, კამაროვანი გადახურვით.  ამის შესახებ ძეგლთა დაცვის საკითხებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზურაბ სამუშია საუბრობს.

როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, არქეოლოგების ყურადღება მიიქცია ჩვინარეს ხეობაში, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მანძილზე, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არსებულმა შემაღლებულმა ადგილმა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 500-550 მეტრის სიმაღლეზე.

„რა თქმა უნდა, მოსახლეობამ ოდითგანვე იცოდა აქ არსებული გარკვეული ნაგებობების შესახებ, თუმცა ისტორიულ მეხსიერებაში შემონახული არ არის, თუ რა იყო აქ და რა დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. გარკვეული სამარხი აღმოჩენილი 2017 წელს, ხის მჭრელების მიერ, რაც გახდა ცნობილი პრესისთვის. მაშინ გამოაქვეყნეს შესაბამისი ინფორმაცია და უკვე დაინტერესდნენ მეცნიერები, დაათვალიერეს, შეადგინეს გარკვეული მონაცემები და შემდეგ უკვე იყვნენ მოლოდინის რეჟიმში, თუ როდის შეიძლებოდა აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. დღეს არსებული ვიზუალური დათვალიერებითა და წინასწარი მონაცემებით სავარაუდოა, რომ ეკლესია მე-11 მე-12 საუკუნეებამდე უნდა აშენებულიყო “, - ამბობს სამუშია.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაუკავშირდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტს და მის ხელძღვანელს, ვახტანგ ლიჩელს. შედეგად, მერიის მიმართვის საფუძველზე, სტუდენტური პროქტის ფარგლებში უნივერსიტეტმა დააფინანსა 8 დღიანი ე.წ დაზვერვითი სამუშაოები.

„გათხრები მიმდინარეობს უკვე მეხუთე დღეა. ძალიან დაბურული ადგილია, მხოლოდ ერთი სამარხი ჩანდა, რომელიც ღია იყო. აღმოჩნდა, რომ ბორცვი, რომელიც გარკვეული ქვების გროვის სახით იყო, არის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან - პატარა ზომის დარბაზი, რომელსაც აქვს მინაშენი და შესასვლელი დასავლეთის მხრიდან“, - თქვა მან.

შეკითხვაზე, თუ ისტორიული თვალსაზრისით რა სავარაუდო მასშტაბის აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, სამუშია გვპასუხობს, რომ გამომდინარე ხეობის მდებარეობიდან, მას ექნებოდა სტრატეგიული მნიშვნელობა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ეგრისის და ლაზიკის პერიოდის სტრატეგიული საფორტიფიკაციო ნაგებობების ზოლის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო, რომელიც იცავდა ლაზიკას მომთაბარე ტომებისგან, სპარსეთის გავლენისგან და ამ ძეგლის განლაგებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო დიდი ფუნქციის მატარებელი. რადგან ეკლესია იყო, მის გარშემო იყო ციხე-სიმაგრე და მოსახლეობაც“, - აღნიშნა რესპოდენტმა.

არქეოლოგები რამდენიმე დღეში ასრულებენ მუშაობას. სწორედ მათ მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული მასალების დამუშავებისა და ძეგლის შემორჩენილი ფრაგმენტების საერთო სურათის შექმნის შემდეგ იქნება შესაძლებელი  შუალედური შედეგების შეჯამება და ძეგლის შემდგომი კვლევის გეგმების დასახვა.




Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მდუმარე აქცია გაიმართა, რა დროსაც, მისმა მონაწილეებმა სანთლებით გააკეთეს წარწერა ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს".
ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
დღის სიახლეები
28 / სექტემბერი 2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოავლინეს.
28 / სექტემბერი 2023
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე არცერთი აქტიური ტერორისტული დაჯგუფება არ არსებობს".
28 / სექტემბერი 2023
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2023 - თან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.