ახალი ამბები
სოხუმში ე.წ. პარლამენტი "აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანების" საკითხს განიხილავს
სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანების იდეის განხილვას გეგმავენ. საკითხს ხვალ, 1 ნოემბერს, ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დააყენებენ, წერს "ნუჟნაია გაზეტა".

"აფხაზეთის რესპუბლიკის მონაწილეობის საკითხის განხილვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ გაერთიანებებში, კერძოდ, აფხაზეთის მზადყოფნა შეუერთდეს საკავშირო სახელმწიფოს", - ეს არის ხვალინდელი დღის წესრიგის ერთადერთი განსახილველი თემა.  გამოცემის ცობით, სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.

28 ოქტომბერს აფხაზური დელეგაცია, ბელარუსში ჩავიდა, "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების ჩასატარებლად". "აფსნიპრესის" თანახმად, ისინი "პრეზიდენტის" ასლან ბჟანიას დავალებით, გამართავენ სამუშაო შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან "დარგობრივი ორმხრივი პროექტების შემუშავების მიზნით".

ბოლო დროს, სოხუმში სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავენ. ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანმა სერგეი შამბამ, განაცხადა, რომ "აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია".

უფრო ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "რუსეთთან შესაძლო ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა შეიძლება იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი.

მანამდე, კი აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ სოხუმი დაინტერესებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესებით და საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად "დააკმაყოფილებს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს".

2022 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს. აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო.
27 / ივლისი 2024
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 05:45 საათზე დაფიქსირდა.
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.