ახალი ამბები
არა რუსულ კანონს - ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობოების პროტესტი (ფოტო)
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე საპროტესტო ტრანსპარანტებით მივიდნენ.  "კი ევროპას, არა რუსულ კანონს", -ამ შინაარსის პლაკატებით მათ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის  წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.


საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიციირებული კანონი თავისი შინაარსით, მიზნებით, სურვილებით, წმინდა რუსული კანონია. ეს კანონი, თუკი მიიღეს, უკარგავს საქართველოს, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების შანსს. ეს კანონი მიზანმიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში გაჩერდეს, გაუქმდეს, კრიტიკული აზრი. დაუშვებელია ამ კანონის მიღება! არ შეიძლება, ქვეყანაში, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის, რუსული კანონი მოქმედებდეს", - უთხრა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

მისი თქმით, იდენტური შინაარსის კანონით, რუსეთში გაუქმდა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული აზრი, ამიტომაც დაუშვებელია ამ კანონის მიღება საქართველოში.


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი, ეკა მინჯორაია ამბობს, რომ "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონის ერთადერთი დანიშნულებაა კრიტიკული აზრის გაქრობა:

ხელისუფლების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტი ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების და ასევე, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების გამჭვირვალობას, არის ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშები არის სრულიად გამჭვირვალე შესაბამის უწყებებში. ეს არის სრული სიცრუე, ეს ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში კრიტიკული აზრი არ არსებობდეს", - განაცხადა მან.  



პროტესტს შეუერთდნენ ფრაქცია "ახალის" წევრებიც. 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისევ არ გამოცხადდნენ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. სხდომა პარასკევის შემდეგ მეოთხედ გადაიდო.

ინფორმაციისთვის, 3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ  კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა. დოკუმენტი კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რომელიც მის განხილვას 12 აპრილს დაიწყებს.

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.

ამავე თემაზე:

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

არა რუსულ კანონს - აქცია ზუგდიდში

"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქციის მეორე დღე ზუგდიდში (ფოტო)

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.