ახალი ამბები
ზუგდიდში „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდში, “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები დღესაც, ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყეს ქალაქის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიისკენ.
პროტესტის ნიშნად, მათ რამდენიმე წუთით, სიმბოლურად გადაკეტეს ქვეითთა გადასასვლელები, ქალაქის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე.

მიტინგის მონაწილეები შეძახილებით, ბანერებით და საყვირებით მოუწოდებენ თანაქალაქელებს, შეუერთებოდნენ პროტესტს.

მსვლელობა პირველი პრეზიდენტის ძეგლთან დასრულდა.

საქართველოს პარლამენტმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, მესამე მოსმენით, 84 ხმით, 14 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ "აგენტების" კანონს სამივე მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა, ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში აპირებს.

ამავე თემაზე:

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
6 ივნისს, ზუგდიდში, კოსტავას N36-ში “ჯი პი აი ჰოლდინგის” ახალი ოფისი გაიხსნა.
დღის სიახლეები
15 / ივნისი 2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
15 / ივნისი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
15 / ივნისი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშები აიღეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.