ახალი ამბები
სოხუმში „აპარტამენტების შესახებ კანონის" დამტკიცებას აპროტესტებენ
სოხუმში ე.წ. პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც „აპარტ - ოტელების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე აშუბა გამოვიდა და განუცხადა მათ, რომ „უახლოეს დღეებში პარლამენტი სესიის გამართვას არ გეგმავს“.

მან შეკრებილებს მიმართა და პირობა მისცა, რომ „აღნიშნული კანონპროექტის განსახილველად, „სხდომა რეგლამენტის შესაბამისად დაინიშნება და ყველა დაინტერესებულ მხარეს ამის შესახებ 5 დღით ადრე ეცნობება“, იტყობინება ტელეგრამ არხი DNAbkhazia.

მანამდე, სოციალურ ქსელში ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კან კვარჩიამ დაწერა, რომ არსებობს სესიის ღამით ჩატარების საშიშროება. მან მოუწოდა პროტესტის მონაწილეებს არ დაშლილიყვნენ.

სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტის თანახმად, აღშფოთებული მოქალაქეები რჩებიან „პარლამენტის“ შენობასთან, ისინი პერიოდულად სიტყვიერად უპირისპირდებიან სამართალდამცველებს. ამავე ცნობით, „ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს დაამტკიცა.

მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა.

„აფხაზური პორტალის“ თანახმად, „პარლამენტთან“ სროლის ხმაც ისმოდა. ამავე ცნობით, ოპოზიციონერმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ „აღშფოთება კორუმპირებული პარლამენტის მიმართ სახალხო კრების შენობის გისოსებთან ჰაერში სროლით გამოხატა“.

თუმცა, სოხუმის პოლიციის სამმართველოს ვერსიით, „აქტივისტმა უშიშროების ძალების მიმართულებით გაისროლა“. მოგვიანებით, დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია ადლეიბას დაკავების შესახებ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი, 18 ივლისს გეგმავდა „აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვას, რომელსაც აქტიურად ლობირებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია.

სწორედ ის არის "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი.

მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა. ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.


ამავე თემაზე:


სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI

აფხაზები დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან, - აქტივისტები „აპარტამენტების“ კანონზე

არძინბამ "აპარტამენტების შესახებ კანონის" კრიტოკოსების განცხადებებს "იდიოტური" უწოდა







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.