ახალი ამბები
გალის ნაგვზაყრელზე ხანძარი ლიკვიდირებულია - მედია

გალის რიონის, სოფელ შაშიკვარასთან არსებულ ნაგავსაყრელზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „გალ-მედიას“ გალის რაიონის ე.წ ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ადლეიბამ განუცხადა. მისი თქმით, ცეცხლის კერების ქრობას, გუშინ და დღეს მოსულმა წვიმებმა შეუწყო ხელი.


ამავე ცნობით, პოლიგონის ტეროტორიიდან უკვე გაიყვანეს სოხუმიდან ჩამოყვანილი სპეცტექნიკა, ადგილზე გალის რაიონის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების რჩებიან, რომლებიც პატარა კერებს აქრობენ. გარდა ამისა, ამ ეტაპზე, ისინი ზედაპირზე დარჩენილი ნარჩენების დამარხვასთან დაკავშირებულ სამუშაოებს აწარმოებენ.

შაშიკვარას ნაგავსაყრელზე ხანძარი, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებში გაჩნდა. მას ამ დრომდე აქრობდნენ.

გალის რაიონში, მზიურის თემის სოფელ შაშიკვარასთან ნაგავსაყრელი ივლისშიც იწვოდა. ცეცხლი დაახლოებით, ერთი ჰექტარზე იყო მოდებული, მისი ჩაქრობა მხოლოდ რამდენიმე დღეში მოხერხდა.

აფხაზური მედიის თანახმად, 2019 წელს სოხუმსა და გალის რაიონს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგად, ნარჩენები სოხუმიდან გალის პოლიგონზე გაიტანეს.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.