რეგიონი
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ისევ ეზღუდებათ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი'' ეხმიანება მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჯერ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, შემდეგ კი აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭომ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამო ჩაკეტა დე-ფაქტო გამშვები პუნქტები.


ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის (ამჟამად გალში დაახლოებით 30 000-40 000 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, ახალგორში კი (არაოფიციალური მონაცემებით) 1000-მდე ქართველი) დიდი ნაწილი ისევ ვერ შეძლებენ საარჩევნო უფლების რეალიზებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.


,,ეს მანკიერი პრაქტიკა უკვე წლებია გრძელდება, რაც ისედაც ორმაგი უგულებელყოფისა და სისტემური დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრებ ძირითადად ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას გალსა და ახალგორში კიდევ უფრო რიყავს საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებისგან და აღრმავებს მათ პოლიტიკურ იზოლაციასა და გაუცხოებას. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ეთიკურად ქართველ მოსახლეობას აქვს აღქმა, რომ ისინი კარგავენ კავშირებს და გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე და მათი ხმა და ინტერესები სულ უფრო ნაკლებად ისმის. ნიშანდობლივია, რომ გალის რაიონის მოსახლეობას არც ადგილობრივ, დე-ფაქტო, არჩევნებში აქვს მონაწილეობის მიღების უფლება, ე.წ. აფხაზური მოქალაქეობის არარსებობის გამო, რის გამო ისინი ორმხრივად რჩებიან საბაზისო პოლიტიკური უფლებების და ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის ბერკეტის გარეშე'', - – აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

მათივე ცნობით, ალის და ახალგორის მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათი მოწყვლადი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ არ შეუძლია არჩევნებამდე, თუნდაც 1 კვირით ადრე კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსვლა და არჩევნების დღემდე აქ დარჩენა. გარდა ტექნიკური და ფინანსური ბარიერებისა (საცხოვრისი, ტრანსპორტირება), ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბევრმა მოქალაქემ ისიც არ იცის, თუ რომელ უბანზე შეუძლია ხმის მიცემა. ამის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები პროაქტიულად ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების ამ ჯგუფის ხმის უფლების გარეშე დატოვება უკვე წლების პრაქტიკად იქცა, რაც ამ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას საარჩევნო უფლების გარეშე ტოვებს. სამწუხაროდ, არც სახელმწიფო ინსტიტუტები და არც პოლიტიკური პარტიები ამ საკითხს დღის წესრიგში სათანადოდ არ აყენებენ. ისინი არ ატარებენ შესაბამის საინფორმაციო კამპანიებს და არ იღებენ ალტერნატიულ ადმინისტრაციულ და სოციალურ ზომებს ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლებების რეალიზებისთვის. ოფიციალური თბილისი საარჩევნო უფლებების საკითხს ნაკლებად სვამს საერთაშორისო დისკურსიებისა და დე ფაქტო ხელისუფლებებთან კომუნიკაციის პროცესში. ამ დრომდე ამ საკითხზე ოფიციალურ თბილისს საჯარო განცხადებაც კი არ გაუკეთებია (ამგვარი განცხადებები არ არის განთავსებული, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდებზე).

უფლებადარღვევის ამ პრაქტიკის უგულებელყოფა ადგილობრივ მოსახლეობაში ქმნის ეჭვებს, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა მოქმედი ხელისუფლების აღქმით მისთვის შეიძლება ხელსაყრელიც არ იყოს, რის გამოც ის ნაკლებად არის დაინტერესებული ამ საკითხის მოგვარებითა და ალტერნატიული ღონისძიებების მიღებით.

არასამტავრობო ორგანიზაციის განმარტებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების სისტემური დარღვევის პრაქტიკის აღსაკვეთად, მნიშვნელოვანია:

პოლიტიკურმა პარტიებმა აქტიურად იმუშაონ და პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ძირითადად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი;

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროაქტიულად უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება მათთვის შესაბამისი საარჩევნო უბნებისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ;

საქართველოს ხელისუფლებამ გალსა და ახალგორში მცხოვრები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზება გახადოს საერთაშორისო ფორმატებში და დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგის აქტუალური საკითხი;

საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს ალტერნატიული ადმინისტრაციული და სოციალური ზომები ამ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.


ცნობისთვის, ენგურის ხიდი 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით დაიკეტება. შესაბამისი გადაწყვეტილება 18 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უსაფრთხოების საბჭოს“ სხდომაზე მიიღეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2025
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლისა და აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების
15 / იანვარი 2025
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეხმიანება რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას.
15 / იანვარი 2025
დღეს 15:00 საათიდან, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის სამეგრელოში, კომპანიები, სოციალური საწარმოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უერთდებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.