ახალი ამბები
საქართველოს მომავალი აუცილებლად უნდა იყოს ევროპაში, - ზუგდიდში აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ ( ფოტო)
ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. უფრო ადრე, ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
ისევე, როგორ წინა დღეებში, აქციაზე მიიტანეს, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

აქ მოსული სხვდასხვა თაობის ადამიანების მთავარი მოთხოვნაა ხელახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.

„დღეს ჩემი პროტესტის მიზანი არის ის, რომ დავიბრუნო წართმეული არჩევანი, რომელიც მე გავაკეთე და გაყალბდა. აქედან გამომდინარე, ვაპროტესტებ საგარეო კურსის შეცვლას, კონსტიტუციის შეცვლას, ვითხოვს იმას, რომ ჩვენი დაჭერილი ახალგაზრდობა გამოუშვან. მინდა, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. საქართველოს მომავალი აუცილებლად უნდა იყოს ევროპაში, ჩვენ ის რუსული რეჟიმი გავიარეთ 93-ში, სამჯერ დევნილი ვარ, კარგად ვიცი, რუსეთი რას ნიშნავს და უკან დაბრუნება არ გვინდა. საჭიროა, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის ევროპის ხაზით, ევროპასთან ერთად უნდა იცხოვროს ჩვენმა ახალგაზრდობამ“, - ამბობს ერთ - ერთი მათგანი, აფხაზეთიდან დევნილი, ნონა ბუკია.

ბოლო რამდენიმე დღეა, ქალაქის ცენტრში, ორ ლოკაციაზე ტარდება აქცია, თავდაპირველად, მისი მონაწილეები მერიასთან მიდიან, რათა იქ მომუშავე საჯარო მოხელეებს მიაწვდინონ ხმა, შემდეგ კი, ის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიდიან.

შეკრებილებს მიმართავენ, გამომსვლელები. ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორი, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე აქციების ტრანსლირება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.