ახალი ამბები
ზუგდიდში აქციები გრძელდება პროტესტის 27 - ე დღეს (ფოტო)
ზუგდიდში, საპროტესტო აქციამ მსვლელობით გადაინაცვლა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან. მანამდე მოქალაქეები მერიასთან მივიდნენ.

პროტესტის მონაწილეების თქმით, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და თბილისში, აქციებისას დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას გულისხმობს.

“აქციების ფორმატი შეიცვალა და ორ სახელმწიფო დაწესებულებასთან იმართება, ჯერ მერიასთან, შემდეგ კი სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, ნურავინ იფიქრებს იმას, რომ დავიღალეთ, ეს პროტესტი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ეს ორი მოთხოვნა, ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - ამბობს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი დავით ქანთარია.

მარიამ ნარმანიამ, შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტმა თქვა, რომ მშვიდობიან, ნათელ, პერსპექტიულ, ევროპულ საქართველოში სურს იცხოვროს და სწორედ ამიტომ უერთდება პროტესტს:

„არ გვინდა, რომ გვეშინოდეს, მინდა დაცული იყოს ჩვენი ქვეყანა, ელემენტარულად, პოლიციის იმედი რომ გვქონდეს, თოთოეულ ჩვენს მოქალაქეს კეთილდღეობას ვუსურვებ, 21- ე საუკუნეა და ნებისმიერ ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ როცა შენს ქვეყანას უჭირს, მის გვერდით უნდა დადგე, აქ არ არის საუბარი, რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე“, - დასძინა მან.

აქციის მონაწილე ვიკა თორიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდში მიმდინარე აქციებთან ერთად, ქალაქში ხვალ, ქალთა მარშიც არის დაგეგმილი და მოუწოდა მსურველებს, შეუერთდნენ მას.

შეკრებილებმა ადგილზ მიიტანეს ბანერი, წარწერით: „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, ასევე სხვადსახვა თაობის ადამიანებს ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. აქვე დამონტაჟებული მონიტორი, რომელზეც მოქალაქეები თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ტრანსლაციას უყურებენ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

ამავე თემაზე:


"საჯარო მოხელეებს უნდა შევახსენოთ, რაც ქვეყანაში ხდება" - საპროტესტო აქცია მერიის შენობასთან იმართება (ფოტო)

ზუგდიდში საპროტესტო აქცია საახალწლო ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)

„საქართველო - ევროპაა“, - პროტესტის 25-ე დღე ზუგდიდში (ფოტო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
21 / მარტი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 მარტამდე ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
21 / მარტი 2025
25-დან 27 მარტის ჩათვლით, „არტ მეურნეობის“ სახელოვნებო სივრცეში, უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორთან, იან ბრურსენთან შეხვედრების სერია 18:00 საათზე გაიმართება.
21 / მარტი 2025
რუსული მხარის მიერ ფსოუს საგუშაგოზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სოხუმი განცხადებას ავრცელებს. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
20 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.