რეგიონი
სასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა (ფოტო)
დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელის, მარიამ სიჭინავასა და აქტივისტ კერენ ესებუას პროცესი გაიმართა.

მოსამართლე ფატი ფურცვანიძემ აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს და მათ ადმინისტრაციულ სახდელად 5000 – 5000 ლარი დააკისრა.

პროკურატურა კერენ ესებუას წინააღმდეგ, პატიმრობას ითხოვდა, მარიამ სიჭინავას შემთხვევაში კი 15 000 ლარიან ჯარიმის დაკისრებას.

ცნობისთვი, 16 იანვარს, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.

მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა უკვე რამდენიმეჯერ დააჯარიმეს, კონკრეტულად სიჭინავა 5000 ლარით დააჯრიმდა ორჯერ აქციაზე ფეიერვერკის გამოყენების გამო, ბალაკლავის ტარებისთვის კი ექვსჯერ, კერენ ესებუა კი ბალაკლავის ტარების სამი შემთხვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა. ასევე აქტივისტ ცაბუნია ვართაგავას ზუგდიდის რაიონულმა სასამარლომ 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რაც შეეხება მასწავლებელ მიკო მიქავას ფეიერვერკის გასროლისთვის 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დღეს თბილისში, ზუგდიდელ აქტივისტ ქალებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. დაუმორჩილებლობის მსვლელობაა ფილარმონიასთან 20:30 საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მასწავლებელი დააკავეს (ფოტო/ვიდეო)

სასამართლომ მარიამ სიჭინავა 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციის მონაწილეები ბალაკლავას ტარებისთვის დააჯარიმა

ზუგდიდში, აქციის მსვლელობისას, „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
15 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროევროპული პროტესტი გრძელდება. უწყვეტი აქციების მე-80 დღეს, მოქალაქეები კვლავაც 18:00 საათიდან შეიკრიბნენ და მსგავსად წინა კვირებისა, პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.
15 / თებერვალი 2025
ადგილობრივი დროით 18:00 საათის მონაცემებით, აფხაზეთის ვადამდელ “საპრეზიდენტო” არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 55% შეადგინა (79019 ადამიანი), - ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამდენად, არჩევნები შედგა.
15 / თებერვალი 2025
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ოდაბადეშ კინოხონი
13 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.