ახალი ამბები
ზუგდიდში, აქციის მსვლელობისას, „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს
დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა დააკავეს.

შემთხვევა ცოტას ხნის წინ მოხდა, როდესაც სიჭინავა პიროტექნიკის გასროლას აპირებდა.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

დღეს აქციაზე იმყოფებიან კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები ლიდერი ელენე ხოშტარია და გიგა ლემონჯავა. ხოშტარიამ აქციაზე მიიტანა სტიკერები, წარწერით: გაიფიცე და ისინი დააკრა ასფალტზე, რასაც სამართალდამცველები ეწინააღმდეგებოდნდნ.

„კომიკური ვითარებაა, პარტიამ დაავალა, რომ ფეიერვერკი არ შეიძლება, ოღონდ აბსურდია... მარიამ სიჭინავა არის ზუგდიდში უკანონობის ვერ დაკანონების სიმბოლო... ესენი არიან სასაცილოები, დაგეშილი ჯგუფი პოლიციელების, ჰგონიათ, რომ მოერევიან“, - თქვა ხოშტარიამ.

მანამდე, ზუგდიდში აქციებზე მარიამ სიჭინავა ბალაკლავის ტარებისთვის და პიროტექნიკის გამოყენებისთვის 6 - ჯერ დააჯარიმეს.

ცნობისთვის, დღეს, პროტესტის 47- ე დღეს, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია 22 საათზე დაიწყო.

"სამეგრელოში ძველით ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, თუმცა, ყველა დღესასწაული და მისი აღნიშვნა აზრს კარგავს, როდესაც სამშობლოს დაცვისთვის რეჟიმს ტყვეობაში უამრავი ადამიანი ჰყავს, თავს ესხმის თავისუფალ მედიას და ძალადობრივად ცდილობს პროტესტის ჩახშობას. ასეთ დროს დუმილი ძალადობის მხარეს დგომაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც მანამდე სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა გაავრცელა.

მავე თემაზე:

„ირო წიმი ევროპაშა“, - ახალი წლის პირველ დღეებში აქცია ზუგდიდში უწყვეტად გრძელდება (ფოტო)

ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.