ახალი ამბები
სოხუმში აცხადებენ, რომ ენერგოდეფიციტის პრობლემა კვლავაც გადაუჭრელი რჩება
„რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ჯვარის წყალსაცავში წყლის შემოდინება მინიმალურია, გამომუშავება მილიონ კვტ/სთ-ს აღწევს, რაც ძალიან ცოტაა“, - ამის შესახებ სოხუმში, ენერგეტიკული უსაფრთხოების შტაბის სხდომაზე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსული ელექტროენერგიის მოცულობა, რომელსაც აფხაზეთი მოიხმარს, იზრდება.

„ჩვენ დღეში დაახლოებით 7,5 მლნ კვტ/სთ-ს მოვიხმართ, საიდანაც 6 მლნ მოდის რუსეთიდან მომდინარე ნაკადზე. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ თებერვლის დასაწყისში შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე აღმოვჩნდეთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად“, - თქვა ბგანბამ.

ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსულ კომპანია InterRAO-სთან, რომ შეათანხმოს „კომერციული ნაკადის შესაძენად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი“. მისივე განმარტებით, რუსული „სოციალური ნაკადის“ დარჩენილი ნაწილი ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მომატებამდეც არ ეყოფათ.

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ 1 იანვრიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მთლიანმა მოხმარებამ 207 მილიონ 186 ათასი კვტ/სთ შეადგინა.

„აქედან ოდნავ მეტი 38 მლნ კვტ/სთ ინგურჰესიდან მივიღეთ, 163 მლნ 800 ათასი კვტ/სთ რუსეთიდან, ხოლო 5 მილიონ 355 ათას კვტ/სთ სოხუმჰესიდან. მისი თქმით, მოხმარების დონე, დღევანდელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კვლავ მაღალია“, - თქვა მან.

ენერგოკომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგი ყოველდღიურად 25-დან 27 მეგავატამდე მოიხმარს.

„მოხმარების ამჟამინდელი დონის პირობებში ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგება მხოლოდ 15-17 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი“, - დასძინა ჯინჯოლიამ.

„აფსნიპრესის“ თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „უკანონო მაინინგთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, აფხაზეთის ყველა რაიონსა და ქალაქში ოპერატიული შტაბი შეიქმნება“.

ცნობისთვის, 9 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებაზე ახალი შეზღუდვები დაწესდა.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.