ახალი ამბები
„არ დავბრუნდებით წარსულში“, - ვასო აბაშიძის სახელობის „ახალმა თეატრმა“ ზუგდიდში საპროტესტო მანიფესტი გამართა
დღეს, ზუგდიდში, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ ჩავიდა თავისი საპროტესტო მანიფესტი გამართა, აქციის ტრადიციულ ლოკაციაზე,
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, სადაც უკვე 67 დღეა, მოქალაქეები იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით: რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.


ღია ცის ქვეშ დამონტაჟებული სცენიდან მოქალაქეებს თეატრის ხელმძღვანელმა დავით დოაიშვილმა მიმართა შეკრებილებს:

"მე მინდა, პირველ რიგში გავიგო თქვენი პრობლემები, გავიგო თქვენი ხმა, დავენახოთ ერთმანეთს, გავაძლიეროთ ერთმანეთი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. დედაჩემი სოსელიას ქალია, გალში ცხოვრობდნენ, მეც ლტოლვილი ვარ, ჩათვალეთ, ძაან უცნაურ დროში ვცხოვრობთ, ყველა რეგიონს თავისი პატიმარი ჰყავს, სამწუხაროდ“, - თქვა მან.

სცენაზე მასთან ერთად ავიდა, აქციაზე ერთ - ერთი დაკავებულის, ზუგდიდელი ლუკა ჯაბუას დედა, რომელმაც მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს და იქ მისულებს თანადგომისთვის და დასძინა: „აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“.

ამის შემდეგ, დასის წევრებმა და მანიფესტის მონაწილე მსახიობებმა, სათითაოდ ჩამოთვალეს 50-ზე მეტი დაკავებულის სახელი და გვარი.

მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა მათგანს, მათ შორის, თავის კოლეგას, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც 22 - ე დღეა შიმშილობს საპატიმროში.

მანიფესტის წარმოდგენისას, მსახიობები მიმართავდნენ იქ მისულებს და უყვებოდნენ, თუ რატომ გადაწყვიტეს თეატრიდან რეგიონებში გასვლა.

მსახიობმა ნინო კასრაძემ, დედებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ შვილებს დაუდგნენ გვერდში , ამ ძალიან რთულ პერიოდში:

„...ბოლოს და ბოლოს, ნოდარ წულეისკირის "სისატურა" გაიხსენეთ, მკვდარი ბავშვი როგორ გააცოცხლა, დედის ფანატიურმა სიყვარულმა, დედის სითბომ და ენერგიამ, ჩვენს ახალგაზრდებს დაუდექით გვერდში, მოუსმინეთ რა უნდათ, რა აწუხებთ. რა არის ეს თავისუფლება, რომ მისი გულისთვის კიდეც სწირავენ თავს“.


„აქ ვართ იმიტომ, რომ ის იდეა, რისთვისაც ვიბრძვით, ჩვენ ერთად, ხშირად, ცალ - ცალკე, ხშირად, სხვადასხვა ადგილებში, საბოლოო ჯამში და რასაც თავისფლება ჰქვია, არ მიიღწევა ერთად ყოფნის, ერთმანეთის დანახვის, ერთმანეთის მოსმენის და ერთმანეთის აზრის გათავალისწინების გარეშე“, - უთხრა ზუგდიდის მაყურებლებს მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა.

„არ დავრუნდებით წარსულში“, - ასეთი იყო ახალი თეატრის დასის მანიფესტის ერთ - ერთი გზავნილი. 


ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს მხარდაჭერა გამოუცხადეს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა, ანდრია შამუგიამ და სალომე ბუღაძემ, სიტყვებით: „არა, ძალადობას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, წინ ევროპის მომავლისკენ“.


სცენიდან შეკრებილებს ასევე მიმართეს, ზუგდიდის აქციის მონაწილეებმა და აქტივისტებმა. 

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი, თბილისის შემდეგ, რეგიონებში გავიდა. მანამდე, 1 თებერვალს, დასი მანიფესტით ბათუმში ჩავიდა. 




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.