ახალი ამბები
სოხუმი: საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი უბანი თურქეთში გაიხსნება, ორი - რუსეთში
სოხუმში აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამავე ცნობით, 5 თებერვლის მონაცემებით, საარჩევნო სიაში 135 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ამის შესახებ, დე ფაქტო ცესკოს მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, წერს „აფსნიპრესი“.

„ეს ის ხალხია, ვინც რეგისტრირებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე“, - განმარტა ე.წ. ცესკოს თავმდჯოდმარემ, დმიტრი მარშანმა.

მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ფარგლებს გარეთ სამი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ერთი - თურქეთის ქალაქ საქარიაში (ადაპზარი), დანარჩენი ორი - მოსკოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში.

ცმობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლკაში „პრეზიდენტობისთვის“ 5 კანდიდატი იბრძოლებს:

"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, - ბადრა გუნბა;

ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონეტი - ადგურ არძინბა;

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;

"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;

კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე, ადგურ ხურხუმალი.

„საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი განაცხადა ოპოზიციონერმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ.

19 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობაში კან კვარჩია, „დეპუტატმა“ ადგურ ხარაზიამ დაჭრა, ხოლო მისი კოლეგა ვახტანგ გოლანძია, სროლის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ხარაზიამ მიმალვა მოახერხა, მას ამ დრომდე ეძებენ.

აფხაზური მედიის ცნობით, თავისი კანდიდატურები ასევე მოხსნეს ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ და „სახალხო პარტიის“ლიდერმა შამილ აძინბამ.

ცნობისთვის, ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის დაფინანსება.

ცნობისთვის, ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.