ახალი ამბები
ათი პირი დააკავეს აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შემდეგ მომხდარი სროლის საქმეზე , - მედია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1 მარტს გაგრის რაიონში „საარჩევნო უბანზე“ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, 10 ადამიანია დაკავებული.

ამავე ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი და „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ადგურ არძინბას ახლობლები.

ხუთშაბათს ღამით შვიდი ადამიანი დააკავეს: ადამურ ფაჩალია, ბატალ ფაჩალია, ტიმურ ფაჩალია, ალხას მიკანბა, ანრი ხაგბა, ახრა ფაჩალია და საიდ არძინბა.

„ასევე ამოღებულია დამნაშავეების კუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღი: ავტომატები, პისტოლეტები, ხელყუმბარები და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა“, - იუწყება მედია კლუბი Апсны.Иахьа დე ფაქტო შსს- ზე დაყრდნობით.
მანამდე, ამ საქმეზე რაფაელ გუაზაა, იგორ ორჩუკბა და ნურიკ სმირი დააკავეს.

მანამდე, Telegram-ის არხმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა ვიდეო კადრები და ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „პოლიციელებმა, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის ბრძანებით, ესროლეს მიმავალ ავტომობილს.
თავის მხრივ, კიუტმა განაცხადა, რომ „თანამშრომლები პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემთხვევაში მოქმედებას მკაფიოდ არეგულირებს“ და „დამნაშავეები არჩევნების ჩაშლას და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ“.

1 მარტს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

საღამოს გავრცელდა ინფორმაცია გაგრის რაიონში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის, ასევე მიუსერას საგუშაგოზე ორმხრივი სროლის შესახებ. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანებით სცადეს. დევნის დროს შსს-ს თანამშრომლებმა მიუსერას საგუშაგო გადაკეტეს. შეჩერების მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო, თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს.ამავე ცნობით, ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 1 მარტს, აფხაზეთში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, „ტერორიზმის“ მუხლით საქმე აღძრა. 

გუშინ, ტელეკომპანია Россия-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ლიდერის ადგურ არძინბას გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელი ჩვენების მისაცემად რუსეთში გაემგზავრა.

„საგამოძიებო კომიტეტში შეახსენებენ, რომ ოპოზიციონერის მხარდამჭერებს სისხლისსამართლებრივი დევნისგან თავის არიდება შეუძლიათ - ეს შეეხება მათ, ვინც ტერაქტის აღკვეთას, ორგანიზატორების და დამფინანსებლების გამოვლენას შეუწყო ხელი“, - ნათქვამია რუსული ტელეარხის სიუჟეტში.

ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, „საპრეზიდენტო“ არჩევნებში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა.

5 მარტს, გუნბა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში მიიღო და მხარდაჭერას დაჰპირდა. 

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
11 / დეკემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოში გავრცელებულ რიტუალზე და ტრადიციაზე "გაძღიკობა".
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.