რეგიონი
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა თბილისში გამგზავრება ვერ შეძლეს(ვიდეო)
ზუგდიდის რაონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილების, რომლებიც კვირაზე მეტია სახელდახელოდ აგებულ კარავში შიმშილობენ, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.ისინი დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა მოინახულეს და შიმშილობის დაუყონებლივ შეწყვეტა ურჩიეს.

"ჩვენამდე სასწრაფო დახმარების ექიმები ყოფილან და პირველადი დახმარება აღმოუჩენიათ. ერთ-ერთს საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა თქვა. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არ შეიძლება ამ ადამიანების ამ პირობებში ყოფნა", - თქვა დევნილთა პოლიკლინიკის ექიმმა ნოდარ კვირკველიამ.

დევნილები აცხადებენ, რომ შიმშილობას და საპროტესტო აქციებს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"არსად არ წავალ აქ უნდა მოვკვდე, თავი მაქვს განწირული", - უთხრა ჟურნალისტებს დალი შონიამ.

აქციის მონაწილეები 2 თებერვალს თბილისში გამგზავრებას და აქციის გაგრძელებას ევროკავშირის ოფისთან გეგმავდნენ, თუმცა დღეს უკვე აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, წასვლა ვერ შეძლეს.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, ამავე დროს, სოციალურად დაუცველები არიან, მათთვის სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ (ვიდეო) 

ზუგდიდში რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა (ვიდეო)


მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასაწრებად.
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.