რეგიონი
მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაონულ სავადმყოფოში ჩასახლებული მოშიმშილე დევნილები თბილისში ჩასვლას და აქციის გაგრძელებას ევროკავშირის თბილისის ოფისთან გეგმავენ.

„დღეს კენჭს უყრიან უვიზო მიმოსვლას, იქ დაჯდება ხუთი პირამოკერილი კაცი და ნახავენ ესენი, თუ როგორ მიიღებენ ამ რეზოლუციას“, - აღნიშნა ტარიელ ქობალიამ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას მისი ნათესავებისთვის მაღალი ქულების ხელოვნურად მინიჭებაში ადანაშაულებენ. ამასთან, ისინი ჩილაჩავას ცოლის ძმისა და სიმამრის სარეიტინგო ქულების გადამოწმებას ითხოვენ.

თავის მხრივ, დევნილთა სამმართველოს უფროსი ბრალდებებს აბსურდულს და ცრუ ინფორმაციას უწოდებს.

„არაერთხელ იყვნენ ჩემთან მოსულები, გაესაუბრა სამინისტოს წარმომადგენელი და აუხსნა, რომ კონკურსის წესით მოხდებოდა მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. რაც შეეხება ჩემი სიმამრის ქულებს, ის მას 2014 წელს მიენიჭა, როდესაც მე ამ სისტემასთან შეხება საერთოდ არ მქონდა. ამ ეტაპზე აპლიკანტი არის ჩემი ცოლის ძმა, რომელსაც აქვს ცხრა-ნახევარი ქულა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია იღებს და დაველოდოთ მას“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.

იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, ამავედროს, სოციალურად დაუცველებიც არიან, მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ხუთდღიანი შიმშილობის შემდეგ რამდენიმე დევნილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ამ დროის განმავლობაში ისინი სავადმყოფის ეზოში გაშლილ კარავში ცხოვრობენ.

ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ (ვიდეო)

ზუგდიდში რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა (ვიდეო)






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.