სტატია
"სამართლიანი არჩევნებისა" და საია-ს შეფასება ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტზე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძველ ხიბულასა და ზუგდიდში ივანიშვილის ჩამოსვლას განსხვავებულად აფასებენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ ძველ ხიბულაში პრეზიდენტ გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას მოსახლეობისთვის დაპირებების მიცემა, შემდეგ კი ზუგდიდში ეკლესიის მშენებლობაში ფულის ჩადების შესახებ გაკეთებული განცხადება, ერთის მხრივ, ზვიად გამსახურდიას მომხრეების გულის მოგებას, მეორეს მხრივ კი, ზუგდიდის მერის მოახლოებულ რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება.

რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ აღნიშნული საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფორმალურად და ვიწრო სამართლებრივი თვალსაზრისით, რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე ოფიციალურად არ საუბრობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, თუმცა მიიჩნევს, რომ შინაარსობრივად ივანიშვილის მიერ ხიბულასა და ზუგდიდში გაკეთებული განცხადებები ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ბენიძე განმარტავს, რომ ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტის ირგვლივ რამდენიმე გარემოებაა მნიშვნელოვანი.


„ის, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობდეს საარჩევნო აგიტაციაში, დარღვევა და უკანონობა, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რატომ დაემთხვა რიგგარეშე არჩევნების მოახლოებას მისი ჩასვლა რეგიონში. ხიბულას ამბავი და ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული განცხადებები მნიშვნელოვანია ზუგდიდისთვისაც, თუმცა, ამაშიც არ არის პრობლემა. აქ შეიძლება სხვა, მაგალითად, მორალური კუთხით, დაისვას კითხვები. რაც შეეხება ხიბულაში ივანიშვილის ნათქვამს, რომ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, თუ ეს მოხდება საარჩევნო პერიოდში ისე, რომ მუნიციპალურ ან ცენტრალურ ბიუჯეტში არ იყო აქამდე გათვალისწინებული, ან, როგორც თავად თქვა, ის გაიღებს სახსრებს, ამ შემთხვევაში, ცხადია იქნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ან ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევა, რადგან საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა. ზუგდიდის ეკლესიის შემთხვევაში შეიძლება იკვეთებოდეს მოსყიდვის ნიშნები, თუ გარემოებად მივიღებთ იმას, რომ ეს ვიზიტი არსით წარმოადგენდა ზუგდიდში არჩევნების თანმდევ პროცესს. ამ ყველაფერში გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როდესაც ეს განცხადებები გაკეთდა, არჩევნების თარიღი ოფიციალურად დანიშნული არ იყო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვიწრო სამართლებრივი მიდგომით და ფორმალურად რთული იქნება ოფიციალურად დარღვევაზე ვისაუბროთ, მაგრამ არსით, შინაარსობრივად შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვისა და გულის მოგების ნიშნებს“, - გვითხრა ბენიძემ.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთგვარ გაფრთხილებად მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა. ბენიძე ამბობს, რომ თუ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე სამართლებრივი რეაგირების ბერკეტი მსგავს შემთხვევებზე არ არსებობს, მას შემდეგ, რაც თარიღი დაინიშნა, შესაძლებელი იქნება ფაქტების კვალიფიკაცია.

„აუცილებელია, რომ უახლოესი, დაახლოებით, თვენახევრის განმავლობაში საარჩევნო გარემოს თანასწორობას არ შეექმნას საფრთხე ფინანსური შეთავაზებებით, რადგან ფულის გავლენა ამომრჩევლის ნებასა და საარჩევნო პროცესში იყოს მაქსიმალურად ნაკლები. არ უნდა ხდებოდეს მოსყიდვა, არამედ, ამომრჩეველი თავისუფლად აკეთებდეს არჩევანს“, -დასძინა მიხეილ ბენიძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს ზუგდიდის მერის არჩევნებთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სტუმრობას, არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქაც არ იკვეთება, თუმცა, საია-ს შეფასებით, კითხვის ნიშნები ჩნდება.


„პირველ რიგში, როცა ივანიშვილი ხიბულაში იმყოფებოდა, არჩევნების თარიღი დანიშნულიც არ ყოფილა, ამასთან ხიბულა არის არა ზუგდიდის, არამედ, ხობის მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, მოახლოებული იყო გამსახურდიას 80 წლის იუბილე. ზუგდიდში მისი ვიზიტი და ეკლესიის მშენებლობაში დახმარება კი, ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება იყოს ამომრჩევლის ნებასთან პირდაპირ კავშირში. მართალია, ეკლესიაში მრევლი დადის და შესაძლოა, ამან იმოქმედოს მის განწყობაზე, თუმცა, პირდაპირ, წინასაარჩევნო დაინტერესებას ჩვენ არ ვერ ვხედავთ. ამის მიუხედავად, ცხადია, ჩნდება კითხვის ნიშნები, რადგან პოლიტიკური პარტიის ლიდერი მაშინ ინტერესდება იმ ქალაქში ტაძრის მშენებლობით, როცა ვიცით, რომ არჩევნები მაისში იმართება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტი, შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს, კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში. ზვიად გამსახურდიას იუბილეზე ზუგდიდში ჩამოსულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ივანიშვილს სამეგრელოსთვის ბევრი კარგი გაუკეთებია და მომავალშიც იმავეს აპირებს. არჩევნებს არ უკავშირებს ეკლესიის აშენებაში დახმარებასა და თანხის გამოყოფას მეუფე გერასიმე და ამბობს, რომ შემოწირულობის გაღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში 29 მარტს ჩავიდა, ზუგდიდში კი 30 მარტს იმყოფებოდა. მისი ვიზიტის შესახებ მედია დაუწყებული არ ყოფილა. ვიდეოები კი ივანიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ოქტომბერი 2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს პერიოდულად აქვეყნებს.
15 / ოქტომბერი 2024
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე ირაკლი ეშბა დაიღუპა.
15 / ოქტომბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული  სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.