ახალი ამბები
სამეგრელოში „ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატების ქონებრივი დეკლარაციები
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. სამეგრელოს სამ საარჩევნო ოლქში გამარჯვებისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. მმართველმა პარტიამ ნდობა გამოუცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას, ფოთის მაჟორიტარს ირაკლი ხახუბიასა და პრემიერ-მინისტრის სპიკერსა და „თავისუფალი საქართველოდან“ მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს. რადიო „ათინათი“ გთავაზობთ მათ მიერ ბოლოს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას.

ირაკლი ჩიქოვანის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაცია


ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ქონებრივი დეკლარაცია 2016 წელს, პარლამენტის წევრობის დროს შეავსო. ამის შემდეგ მისი თანამდებობები დეკლარაციის შევსებას არ ითვალისწინებდა.

დოკუმენტის თანახმად, ირაკლი ჩიქოვანი თანამფლობელია ზუგდიდში მდებარე 450 კვ.მ ფართობის სახლის. კერძოდ, ის ამ სახლის 50 %-იანი წილის მეპატრონეა, ამდენივეს შეადგენს მისი წილი ლაზის ქუჩაზე,  2 200 კვ.მ მიწის ფართობზე. ასევე, ჩიქოვანის საკუთრებაა 217 კვ. მ. ბინა თბილისში.

მისი მეუღლის სახელზეა სახლი მცხეთაში და ამავე ტერიტორიაზეა 760 კვ მ მიწის ფართობი. დიანა ჟღენტი ასევე თანამფლობელია ქავთარაძეზე მდებარე საცხოვრებელი ბინის.

დეკლარაციის შევსების მომენტში ჩიქოვანს ნაღდი ფულის სახით 38 ათასი ლარი ჰქონდა, ამავე პერიოდში, წლის განმავლობაში მისი, როგორც პარლამენტის წევრის წლიური ხელფასი 75 398 ლარი იყო, მისი მეუღლის კი 105 647 ამერიკული დოლარი. დიანა ჟღენტი ამ პერიოდში ნიუ–იორკში საქართველოს გენერალური კონსულის პოსტს იკავებდა.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის განმავლობაში ცოლ-ქმარმა ბინის იჯარაში 10 005 ლარი და 46 800 ამერიკული დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება სესხს, ჩიქოვანს დეკლარაციის შევსების მომენტში 181 ათასი დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხიდან 22 440 დოლარი ჰქონდა გადახდილი.

ირაკლი ჩიქოვანსა და მის მეუღლეს დეკლარაციის შევსების დროს კრედიტის ან დებეტის სახით ანგარიშებზე 23 541 დოლარი და 800 ლარი უფიქსირდებათ. 

ალექსანდრე მოწერელიას ქონება (დეკლარაცია შევსებულია 2019 წელს)


ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე მოწერელია სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ფლობს ბინას, რომელიც 2016 წელს 123 000  ევროდ შეიძინა. ასევე მის საკუთრებაშია ყვარლის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მიწის 16 ნაკვეთი, რომელიც მან 2006-2018 წლებში შეიძინა. აქედან, 23  600 ლარი გადაიხადა 14 ფართობში, ხოლო ორი ნაკვეთის შეძენა 12 500 დოლარი დაუჯდა.

მოწერელია ფლობს 2 ავტომობილს Grand Cherokee -ს და volksvagen passat-ს, რომელთა ღირებულება ჯამში 60 000 დოლარს შეადგენს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, „საქართველოს ბანკსა“ და სლოვაკეთში „Unicredit Bank Slovakia“- ში  ჰქონდა რამდენიმე ანგარიში. უცხოური ბანკის ანგარიშზე ინახავდა 29 000 ევროს, ხოლო „საქართველოს ბანკის“ ანგარიშებზე 11 354 ლარი, 6531 დოლარი და 57 ევრო ერიცხებოდა.

მოწერელია წილებს ფლობს სამ საწარმოში. კერძოდ, 51-51% ეკუთვნის შპს „აერკომპანსა“ და შპს „ქაპ ჯორჯიაში“. შპს „Svet Orechov“-ში კი, რომელიც სლოვაკეთშია რეგისტრირებული, 49%-ს წილის მესაკუთრეა. აქედან, მხოლოდ ერთი საწარმოდან - „ქაპ ჯორჯიადან“ მიიღო 6 000 ლარი, ხელფასის სახით კი 2019 წლის პირველი იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 20 780 ლარი დაერიცხა.

მოწერელიას მეუღლის სახელზეა თითო ბინა ბათუმსა და თბილისში, ასევე ერთი საცხოვრებელი სახლი წყნეთში და ავტოფარეხი. უძრავი ქონების ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. მას ანგარიშზე 500 ლარზე ოდნავ მეტი ჰქონდა. ამასთან, ის ფლობს Chevrolet -ს მარკის ავტომობილს და მის შესაძენად 8500 დოლარი გადაიხადა.

რა ქონებას ფლობს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია (დეკლარაცია შევსებულია 2019 წელს)

საქართველოს პარლამენტის წევრმა და ფოთი, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, 2019 წლის 31 დეკემბერს შეავსო. 2020 წლის იანვარში კი საჯარო სამსახურის ბიურომ ის, სხვა 30 დეპუტატთან ერთად, დეკლარაციის არასწორი შევსების გამო დააჯარიმა. კერძოდ, აღნიშნული სამსახურის მონიტორინგის შედეგებში ვკითხულობთ: 

მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის ცდომილება, ასევე დეკლარაციაში ასახულია უძრავი ქონება, რაც არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული;

ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა;

მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ არის მითითებული;

მის სახელზე არსებული ხელშეკრულება არ არის მითითებული;

არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი, რომელიც აღემატება 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5000 ლარს.

ხახუბიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 54,7 კვ.მ და 25,8 კვ.მ მიწის ნაკვეთებს ფლობს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელიც  2017 და 2019 წლებში შეიძინა და ჯამში 126 000 ლარი გადაიხადა. ასევე, მის საკუთრებაშია  თბილისში 1 ბინა, 1 სახლი და 2 ავტოფარეხი, რომელთა შესყიდვის ღირებულებად 1 ლარი (სიმბოლური ფასი) აქვს მითითებული. ამავე დოკუმენტის მიხედვით , ხახუბიას საკუთრებაა აგარაკი კურორტ ბახმაროში, სახლი და მიწის ნაკვეთი ფოთში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო.

ხახუბიას მფლობელობაშია ორი მშენებარე ბინა, რომლებიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში.  2015 წელს შეძენილი აქვს ბინა ბაკურიანში. 2019 წლიდან მისი მეუღლის მაკა ხახუბიას მფლობელობაშია ნაჩუქარი ბინა, რომელიც 150000 ლარის ღირებულების არის და მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე.

ხახუბიას  ორი მსუბუქი ავტომობილების  -  2017 წლის გამოშვება MERCEDES BENZ და BENTLY CONTINENTAL G7 - ღირებულება ჯამში 350 000 ლარია. მისი მეუღლის მფლობელობაშია ერთი მსუბუქი ავტომანქანა LAND ROVER , რომელიც 2015 წლის გამოშვებაა და მისი ღირებულება 80 000 ლარია. მაჯის საათი Breguet 2012 წელს აქვს შეძენილი, რომლის ღირებულებაც, სავარაუდოდ, 10,000 ლარს აღემატება (დეკლარაციაში თანამდებობის პირმა ყველა ის უძრავი ან მოძრავი ქონება უნდა მიუთითოს, რომლის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება).  პარლამენტარს ,,საქართველოს ბანკში’’ ხუთი მიმდინარე ანგარიში აქვს, სადაც თითოეულის ნაშთია - 1000 დოლარი, 34 დოლარი, 1 033  დოლარი, 2114  ლარი და 1 000 დოლარი. ასევე, მის განკარგულებაშია თი-ბი-სი ბანკის სამი ანგარიში, სადაც არსებული ნაშთების ოდენობა 2321 დოლარია,  მეორე ანგარიშზე კი 1758 დოლარი და 362,75 ლარი ერიცხება.

ნაღდი ფულადი თანხა, რომელიც მისი დანაზოგია, მოიცავს 38 700 დოლარსა და 8200 ლარს. მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ფულადი თანხის ოდენობა კი 6500 ლარია.

გარდა ამისა,  ირაკლი ხახუბია აქტიური მეწილეა სხვადასხვა საწარმოსი. ის პარტნიორია შპს „აისბერგი2“-ის,  რომელიც მდებარეობს ფოთში, მისი წილის ოდენობა 25%-ია, ხოლო  წლიური შემოსავალი 2 574 803 ლარს შეადგენს. 25%-იანი წილის მფლობელია შპს „ჯეონათსის“, რომელიც ასევე ფოთში მდებარეობს. ხახუბია არის შპს „Gcm service“-ის 18%-იანი, შპს „აისბერგ ტრეიდინგი“-ის 16,7%-იანი,  შპს „ჯეო კაპიტალ მენეჯმენტი“-ის 18%-იანი და შპს „თავისუფალი ვაჭრობის“ 7,8%-იანი მეწილე. ჩამოთვლილი საწარმოების საქმიანობისგან მიღებული შემოსავლები არ არის აღნიშნული. აქტიური მეწარმეა მისი მეუღლეც მაკა ხახუბია, რომელიც შპს „ჩელას“ 25%-იანი მეწილეა. ამასთან, ის შპს „პონტე ვეკიოს“ 25%-იანი და  შპს „კვიპაროსის“ 15%-იანი წილების  მფლობელია. ასევე ის შპს „კვიპაროსის“ დირექტორია.

2018 წლის იანვრიდან 2018 წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის ირაკლი ხახუბიას 57715 ლარი აქვს მიღებული.

ირაკლი ხახუბიას  მოქმედი ხელშეკრულებები (2016 წლიდან 2021 წლამდე) აქვს შპს „ჯეონათსთან“. თი-ბი-სი- ბანკთან განხორციელებული ხელშეკრულების შედეგად მიღებული აქვს 12 0000, 15 0000 და 425 000 დოლარი.

მისი  2019 წლის განმავლობაში განხორციელებული გასავალი ითვალისწინებს ფზიკური პირის ქონების გადასახადს,  10486 ლარს. მშენებარე ბინის მიმდინარე გადასახადს შეადგენს 120 000 დოლარს. სასესხო დავალიანების დაფარვის თანხა კი 64 353 დოლარია.  კიდევ ერთი მშენებარე ბინის მომდინარე გადასახდი  65 151 ლარია, ავეჯში გადახდილი თანხა  კი 15 060 ლარი.

რაც შეეხება შემოწირულობას, პარლამენტარმა 1 წლის განმავლობაში ამისთვის  60 000  ლარი გაიღო.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლითაც ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სამეგრელოში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
27 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 206 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 66-ს ინფექცია დაუდასტურდა.
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 058 პირი,
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / ნოემბერი 2020
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სამეგრელოში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
28 / ნოემბერი 2020
27 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 206 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 66-ს ინფექცია დაუდასტურდა.
28 / ნოემბერი 2020
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 058 პირი,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.