რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი შეზღუდვების შემსუბუქება - ზუგდიდის სარესტორნო ბიზნესი პანდემიაში (ფოტო/ვიდეო)
18:24 / 15.02.2021
ზუგდიდში რესტორნების ნაწილმა მუშაობა უამინდობის გამო ვერ განაახლა, ნაწილი გახსნას არ ჩქარობს და რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას ელოდება. მთავრობა პანდემიის გათვალისწინებით შეზღუდვების გადახედვას ერთ კვირაში გეგმავს. მანამდე, ფუნქციონირებას მხოლოდ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები შეძლებენ. "ჰუგოს ტავერნა" სტუმრების მისაღებად მზად არის, მაგიდების და სკამების ეზოში გატანას გეგმავს, თუმცა დღეს ეს უამინდობის გამო ვერ შეძლო. ევროპული ტიპის კვების ობიექტის მფლობელმა მანანა ტრენკლემ გვითხრა, რომ რესტორნის სრულყოფილ ფუნქციონირებას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ე.წ. კომენდანტის საათიც უშლის ხელს.
"ხალხს 6 საათზე უმთავრდება სამსახური, მოვლენ და 1 საათში უნდა ვუთხრა ვიხურები, რადგან მეც ხომ მჭირდება დრო მისალაგებლად. ამასთან, თანამშრომლებიც სახლებში ხომ უნდა წავიდნენ. ამ კვირას თოვლსაც პროგნოზირებენ, სანამ სტუმარს გარეთ კერძს მიუტან გაცივდება, აბა, ასეთი გახსნა...", - ამბობს რესტორნის მეპატრონე.
დღეს სტუმრებისთვის კარი "მენძელში" გაიღო. აქ მომხმარებელს მომსახურებას როგორც აივანზე, ასევე რესტორნის შესასვლელთან მოწყობილ სივრცეში სთავაზობენ. დღეს პირველი სტუმარი დღის მეორე ნახევარში მიიღეს.
"დავიწყეთ მუშაობა, მივიღეთ სტუმრები და ამავდროულად გატანებზეც ვმუშაობთ და ვნახოთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ვიცავთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს. კომენდანტის საათი შემაფერხებელი არის თავისთავად, მაგრამ უკეთესობის იმედიც გვაქვს", - გვეუბნება "მენძელის" მენეჯერი ბათუ აბსავა. "ჰუგოს ტავერნას" მსგავსად, უამინდობის გამო "დიარონმაც" ვერ მოახერხა მუშაობის განახლება. რესტორნის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მომდევნო დღეებშიც უხვი ნალექის გამო არ გეგმავენ ღია სივრცეში სტუმრების მიღებას. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილი რესტორნის "აქ დადიან" გახსნა ამ დღეებში არ იგეგმება. უფრო ზუსტად, მუშაობის დაწყებას არ აპირებენ სანამ ე.წ. კომენდანტის საათი არ მოიხსნება ან დრო არ გახანგრძლივდება.
აქ სტუმრებს ძირითადად ღამის საათებში იღებდნენ და მათთვის შემსუბუქებული რეგულაციები არაფრის მომტანი აღმოჩნდა. "ნახევრად ღია სივრცე კი არის, მაგრამ არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ეს არ არის მომგებიანი ჩვენი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ჩვენ რომ ვიმუშაოთ, გავცეთ ხელფასები, ამასთან გავცეთ საიჯარო თანხა და სხვა ხარჯები დავფაროთ - შეზღუდულ დროში მუშაობა ჩვენი ბიზნესისთვის არის წამგებიანი. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები არიან სოფლებში მცხოვრებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დავხუროთ 7 საათზე", - გვითხრა კვების ობიექტის მენეჯერმა იაგო ფასანძემ. ზუგდიდში მომუშავე რესტორნებისთვის შეზღუდვების შემსუბუქება, სხვადასხვა მიზეზით, ჯერჯერობით ბოლომდე ეფექტური ვერ აღმოჩნდა. ბიზნესი კვლავ პანდემიით მიღებულ ზარალზე ჩივის და მუშაობის სრულყოფილად დასაწყებად რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება. "ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს, მაშინ როცა ღია სივრცის მქონე რესტორნების მუშაობის განახლება დააანონსა.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები