სტატია
ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - გახარიას პარტია "ოცნებას" და ენმ-ს შეთანხმებას "აიძულებს"
ახალი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ექნება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოში სამი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და „გახარია-საქართველოსთვის“ შედის.  აქედან, მყარი უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო, ამიტომ მათ რიგ საკითხებზე თანამშრომლობა მოუწევთ. მაგალითად, თავმჯდომარის არჩევას, დეპუტატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, რაც 45-წევრიან  ზუგდიდის საკრებულოში, 23  ხმას ნიშნავს.

ენმ-ს წარმომადგენლობით ორგანოში 22 წევრი ეყოლება, „ქართულმა ოცნებამ“ 20 დეპუტატის შეყვანა მოახერხა, ხოლო პარტია “საქართველოსთვის“ მხოლოდ 3 წევრით იქნება წარმოდგენილი, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანაგუნდელების  ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

„საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა დეპუტატმა,  გიგა ფარულავამ რადიო „ათინათთან“ საუბარში თქვა, რომ ალიანსში არც ერთ პარტიასთან შესვლას არ აპირებენ და სხდომებზე, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებებს მხოლოდ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში კი მონაწილეობის მიღებას საერთოდ არ გეგმავენ და ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობა მოუწევთ.

“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას. ეს არის ცალსახა გადაწყვეტილება, რომელიც არ იცვლება. რაც შეეხება უშუალოდ თავმჯდომარის საკითხს, პირველი ტურის დასრულებისთანავე პარტიის თავმჯდომარემ მიმართა ორივე პარტიას, რომელიც დღესდღეობით და უკვე საკმაო ხანია ერთმანეთს "ავსებენ“,  შეთანხმდნენ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ არ აქვთ არც ერთს მყარი უმრავლესობა, ცალმხრივად ისინი ვერ აირჩევენ თავმჯდომარეს, შეთანხმდნენ კონკრეტულ კანდიდატზე. თუ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ბუნებრივია არ ვიქნებით შემაფერხებელი ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მხარს დავუჭერთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეთანხმდებიან. ის რომ ჩვენ რომელიმე პარტიას ცალსახად დავუჭერთ მხარს და შევაქმნევინებთ მყარ უმრავლესობას - ეს არის გამორიცხული“, - აცხადებს ფარულავა.  

რომელიმე სხვა პარტიასთან კოალიციაში შესვლას გამორიცხავს „საქართველოსთვის“ კიდევ ორი წევრი მალხაზ თორია და ბელა მოსია. ახლად არჩეული დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი თავმჯდომარის არჩევისას ცალსახად მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერენ. სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი თეიმურაზ ბასილაია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარის არჩევისას გახარიას პარტია თავს შეიკავებს და მხარს არც ერთ პარტიას არ დაუჭერს, თანამშრომლობა მმართველ პარტიასთან მოუწევთ. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ მათი „კოჰაბიტაცია“ უცხო არ არის და ამისი მაგალითი არსებობს.

„რა თქმა უნდა გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას აქვს მნიშვნელობა. თუ ისინი მმართველი პარტიის კანდიდატურას მხარს  არ დაუჭერენ, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ მხარს ჩვენ დაგვიჭერენ, კიდევ უკეთესი. მაგრამ, ეს მათი გადასაწყვეტი და მათი პოლიტიკური მსჯელობის საგანია. ჩვენ 22 ვართ, ისინი იქნებიან 20. თუ კი არის საუბარი ვინ იქნება საკრებულოში თავმჯდომარე, ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში, ლოგიკურად, ჩვენი კანდიდატი უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. თანამშრომლობას ნებისმიერ სიტუაციაში ყველასთან ვაპირებთ, ჩვენი მესიჯიც სწორედ ის იყო, რომ უნდა დასრულდეს ერთმანეთის მტრობა. განსხვავებული აზრი არ ნიშნავს ერთმანეთის მტრის ხატად წარმოსახვას. კოჰაბიტაციურ სისტემაში მაინც მოგვიწევს მუშაობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ჩვენი თავმჯდომარეობით იქნება საკრებულო. ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ გუბერნია და სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტებში არის "ქართული ოცნება" და ეს ფორმატი ჩვენთვის უცხო არ არის, იმიტომ რომ 2012 წელს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა ხელისუფლებიდან, წელიწადის განმავლობაში ჩვენ ვიყავით კოაბიტაციურ რეჟიმში და ვიმუშავეთ, ვითანამშრომლებთ. ეს არის ნორმალური მოვლენა, თუ კი "ქართულ ოცნებას" სურს ქვეყანაში ნორმალური პირობებით მიმდინარეობდეს პროცესები და თუ კი ელოდება დემოკრატიული განვითარების პრინციპებს. აწი მათ სინდისზეა როგორ მოიქცევიან“, - ამბობს თეიმურაზ ბასილაია.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი ირაკლი გოგოხია მიიჩნევს, რომ თანამშრომლობა ყველა პარტიასთან მოუწევთ და ეცდებიან, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მათი კანდიდატი გახდეს. მისივე თქმით, სხვა პარტიიდან ახლად არჩეულ დეპუტატებთან კონსულტაცია ჯერ არ დაუწყიათ.

„თანამშრომლობა ყველა პარტიასთან იქნება, რადგან გვაერთიანებს ქალაქი, ზუგდიდი გვაერთიანებს.  უნდა ვითანამშრომლოთ და წინ წავიდეს ზუგდიდი, უფრო უკეთესი გახდეს და აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, ყველასთან შეიძლება საუბარი. წინასწარ ვერ გეტყვით, დაიწყება კონსულტაციები პარტიაში, ჩამოვყალიბდებით და იქიდან გამომდინარე გეტყვით, ცოტა ადრეა ახლა ამაზე საუბარი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. "ქართული ოცნება" ყველანაირად ეცდება, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მისი კანდიდატი გახდეს, დანარჩენი ვნახოთ“, - ამბობს ირაკლი გოგოხია.

რას გვეუბნება თვითმმართველობის კოდექსი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.

4. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.

6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. სწორედ ამ სხდომაზე გავიგებთ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარეობის კანდიდატზე შეთანხმდებიან თუ რომელიმე დეპუტატი კონკურენტი პარტიის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
18 / მარტი 2024
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
18 / მარტი 2024
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.