სტატია
ზუგდიდელი სტუდენტების პირველი პრობლემები თბილისში - გაძვირებული ბინები და საცხოვრებლის ძიება
მაშინ, როდესაც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, სტუდენტები, ალბათ, არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ რამდენიმე კვირაში მათ თბილისში საცხოვრებლის პრობლემა შეექმნებოდათ. ბინებზე ნერვიულობა მალევე დაიწყო, რადგან, აღმოჩნდა, რომ დედაქალაქში ბინის ქირაც გაძვირებულია და ამ გაძვირებული ბინის ქირაობაც იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.

დღემდე ვერ იშოვა სასურველი ბინა სასურველ ფასად ზუგდიდელმა თიკო ლაგვილავამ. ის ახლა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სტუდენტია და სწავლა სრულად უფინანსდება, თუმცა დროებით ნათესავთან უწევს ცხოვრება. ბინის ძებნა გამოცდების შედეგების გაგებიდან მალევე დაიწყო, მაგრამ ყვება, რომ, როგორც კი შესაბამის ვებ-გვერდებზე გასაქირავებელი ბინების შესახებ ინფორმაცია დაიდებოდა, 10 წთ-ში აღმოჩნდებოდა, რომ ბინა უკვე გაქირავებულია.



თიკო ლაგვილავა


„რუსების დიდი რაოდენობით შემოსვლის გამო ფასი გაიზარდა, არც იშოვება, როგორც კი ბინა დაიდება, 10 წთ-ში გაქირავებულია და უმეტესად უცხოელზე, რადგან მეტს იხდიან. დამირეკავს გამქირავებელთან, შევთანხმებულვარ ბინის ნახვაზე და მისვლა ვერ მომისწრია, რადგან უფრო ძვირად გაქირავდა. დაახლოებით, 1000 ლარის ფარგლებში ვეძებ, მაგრამ ვერ ვშოულობ და დროებით ნათესავთან ვარ“, - ამბობს პირველი კურსის სტუდენტი.

გამოსავალი თიკოსთვის სტუდენტური საცხოვრებლის აშენებაა, რომელიც მათ ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებს, იქნება ხელმისაწვდომ ფასად და სასწავლებელთან ახლოს. თიკო ფიქრობს, რომ უცხოელებთან შედარებით იჩაგრება, რადგან იმ თანხას, რასაც ისინი ბინის ქირაში ყოველთვიურად იხდიან, ვერ გადაიხდის.

თიკოს მეგობარი, რომელიც გვთხოვს, რომ პირობითი სახელით მოვიხსენიოთ,  ფიქრობს, რომ ქართველი და უცხოელი მოქალაქეებისთვის არათანაბარი გარემოა შექმნილი. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და ხვალიდან, 19 სექტემბრიდან ქართული ფილოლოგიის შესწავლას შეუდგება. პარალელურად კი, ბინის ძებნაზე უწევს ფიქრი, რადგან ამ დრომდე საცხოვრებელი ვერ იშოვა და დროებით მამიდასთან დაბინავდა.

„მე და ჩემს მეგობარს გვსურდა, ერთად გვექირავებინა ბინა. ერთოთახიან ბინებზეც იყო ძალიან მაღალი ფასები, მეტროსთან ახლოს ვეძებდით, სადღაც 1000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ფიზიკურად არ იყო, ან იყო ცუდი პირობებით. უნივერსიტეტი ვაკეშია და ახლა თემქიდან მომიწევს სიარული. ალბათ, ვიგირავებთ, რადგან ქირაობას აზრი არ აქვს. რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით აქ იმდენი უცხოელია, რომ მეპატრონეებმა სტუდენტები გამოყარეს ბინებიდან და უცხოელებზე მაღალ ფასებში გააქირავეს. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა თვითშეგნებაა, რადგან შენი ქვეყნის მოქალაქე, სტუდენტი არ უნდა გამოაგდო ბინიდან იმიტომ, რომ შემდეგ რუსებს მიაქირავო ან მიყიდო...“, - თქვა მაიამ (პირობითი სახელი).


ჩვენ მას ვკითხეთ, ხომ არ უფიქრია სტუდქალაქში ცხოვრებაზე, რაზეც გვიპასუხა, რომ იქ საცხოვრებლად და სამეცადინოდ შესაბამისი პირობები არ არის და თავი შეიკავა. მაია სტუდენტების რამდენიმე ჯგუფშია, სადაც, როგორც გვეუბნება, სხვადასხვა კურსელები წერენ, რომ სასოწარკვეთაში არიან, სტუდქალაქებში რეგისტრირდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ.

შედარებით გაუმართლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ზუგდიდელ გოგონას, რომელმაც სასურველი ბინა საბურთალოზე მეგობართან, სამედიცინო უნივერისტეტის პირველ კურსელთან ერთად 500 დოლარად იქირავა. სტუდენტის დედა ანა თოდუა ამბობს, რომ ბინის მეპატრონის პრინციპული გადაწყვეტილება იყო, საცხოვრებელი მხოლოდ ქართველებისთვის მიექირავებინა. ამასთან, ანა ამბობს, რომ გაუმართლათ მეწყვილეშიც, რადგან მხოლოდ თვითონ ამ თანხას ვერ გადაიხდიდა. ამ ბინის მოძებნამდე კი მათაც ბევრი იწვალეს.



ანა თოდუა

„პანდემია იყო და ჩემს შვილს ონლაინ რეჟიმში უწევდა სწავლა, შესაბამისად, მხოლოდ ახლა მოგვიწია ბინის ქიროაბამ. აგვისტოდან აგვისტოდან დავიწყე ძებნა, იაფად მოვძებნით-მეთქი, ვფიქრობდი, უნივერსიტეტთან ახლოს, რაც ნაკლები ფულის და დროსი ხარჯვას გულისხმობს... აღმოჩნდა, რომ აგვისტოდან 400 დოლარი რომ ღირდა ის ბინები, კვირების განმავლობაში გაძვირდა და გახდა 500 დოლარი. თან ისეთი ბინები, ცხვირს ვერ შეყოფდი, იყო თითო ოთახი, გამათბლობლის პრობლემა და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა ვებ-გვერდზე 500 დოლარი ეწერა ფასი და რეალურად მეპატრონე აქირავებდა 500 ევროდ. 40 კვადრატში 2000 ლარის გადახდა კი ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელია. მაკლერები ამბობდნენ, რომ გაქირავებულია ბინები, რუსები და ბელორუსები არიან შემოსულები და ქირაობენ კარგ უბნებში მეტ ფასადო - ასეთი იყო მათი პასუხი. პრობლემა იყო ის, რომ ბინის პატრონები ამბობდნენ, ქართველები და მით უმეტეს, სტუდენტები გადახდისუნარიანები არ არიანო... მე გამიმართლა, რადგან ორნი ვართ, მაგრამ ასე ცალკე აღებული თითო სტუდენტი, მცირე ბიუჯეტით, არ ვიცი, როგორ შეძლებს ბინის შოვნას“, - გვიყვება ანა და ბაზრის დარეგულირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბინის ქირის ფასების ზრდა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. მთავარი ფაქტორი, რამაც გაძვირება გამოიწვია, მიგრანტების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების, შემოდინებაა, რასაც პანდემიის შემდეგ უნივერისტეტებში სწავლების განახლება ემატება. ამ მოცემულობით კი, არ არსებობს დედაქალაქში უბანი, სადაც სტუდენტი ბინას იმ ფასად იქირავებს, რა ფასადაც გასუი წლებში იყო შესაძლებელი. რაიონებიდან თბილისში ჩასულ სტუდენტებსა და მათ მშობლების არჩევანის გაკეთება მაღალფასიან საცხოვრებლებს შორის უწევთ.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
,,ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 ახალგაზრდებისთვის“, რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიმართა.
ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში დირექტორი ლორენს მერედიტი,
ზუგდიდმა ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300 000 ევრომდე დაფინანსებას მიიღებს.
კორონავირუსი
14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსი 12 595 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში 1158-ს. Covid 19-ით გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი.
ბოლო სტატისტიკის თანახმად, 7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსი 12 338 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 094 სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებია. გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი.
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ორი ადამიანი 87 და 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
"საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის" პირველ ყრილობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, 3 "საუკეთესო მუზეუმელი" გამოავლინეს,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტები შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მძღოლებისთვის გზაზე მოძრაობის წესები მკაცრდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / სექტემბერი 2022
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმის პორტის ტერიტორიაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ
24 / სექტემბერი 2022
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის, მათ შორის, "ამრას" წევრებმა, რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
23 / სექტემბერი 2022
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცახდებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს "მეორე ფრონტის" გასახსნელად. ამის შესახებ მან 22 სექტემბერს
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.